loading...

«

»

დეკ 04

NASA – მისია “საკვები სივრცეში” ასტრონავტები გენმოდიფიცირებულ ბაქტერიებს გაზრდნიან!

mg22830494.300-1 800

მისია საკვები სივრცეში: ორბიტაზე შაქრით მკვებავი ბაქტერია გაიზრდება. მეტ დეიმონის პერსონაჟი „მარსიანელში“ მარსზე ზრდის კარტოფილს საკუთარ ფეკალიებში, მაგრამ შეიძლება არსებობდეს უფრო მიმზიდველი გზა, რათა მოიყვანო საკვები სივრცეში, ისეთი  ბაქტერიის გამოყენებით, რომლის ჭამაც შეგვიძლია, მაგალითად შაქრის.

„პირველ პილგრიმებს, რომლებიც ჩამოვიდნენ ამერიკაში, არ ჩამოუტანიათ იმდენი საკვები, რომელიც მათ სიცოცხლის ბოლომდე ეყოფოდათ,“ ამბობს ლინ როტშილდი ნასას კვლევითი ცენტრიდან. „ჩვენ ცხოვრება მიწის გარდა სხვაგანაც გვჭირდება.“

გენმოდიფიცირებული ბაქტერია გაიგზავნება გერმანიის სატელიტზე 2017 წელს იმის სანახავად, თუ გადაურჩება ის გაშვებას და კოსმოსურ რადიაციას, ასევე შემსუბუქებულ გრავიტაციას.

სატელიტი იტრიალებს ექვსი თვის განმავლობაში იმ სიჩქარით, რომლითაც მარსიანული გრავიტაცია მოახდენს მის სტიმულირებას და რომლის ერთი მესამედი ძალაა დედამიწაზე. ასევე იგივე ბაქტერია გაივლის შემოწმებას მთვარისა და ნულოვანი გრავიტაციის მოქმედებაზე, თუ მოახდენენ ისინი ფუნქციონირებას მთვარეზე და კოსმოსურ სადგურეებზე. შაქარი შესაძლოა გადაიქცეს არამარტო საკვებად, არამედ საწვავადაც. ასევე ბაქტერია შესაძლოა ტრანსფორმირდეს როგორც ნარკოტიკებად, ასევე სამშენებლო მასალებად.

ლინჩპინი არის პლანკტონის ტიპი, სახელად ანაბაენა, რომლის გამოყენება მოხდება ფოტოსინთეზისას, რათა შეიქმნეს შაქარი კარბონის დიოქსიდისგან, წყლისგან და მზის სინათლისგან. როტშილდმა ყურადღება გაამახვილა მიკრობის გენზე, ასე რომ, ის გამოყოფს შაქრის გარკვეულ რაოდენობას, რათა მიეწოდოს საკვები წყარო სხვა მოდიფიცირებულ ბაქტერიას. ეს არის სისტემა, რომელსაც მათ უწოდეს Powercell.

გუნდმა შექმნა მიკრობი, სახელადBacillus subtilis, რომელიც გარდაქმნის ამ შაქარს წითელ პიგმენტებად. ზოგიერთი მათგანი გაფრინდება  PowerCell-თან ერთად, და ნებისმიერი სახის ფერის ცვლილება გამოჩნდება ბორტ სენსორზე. ეს აჩვენებს  ბაქტერიის განვითარება თუ მიმდინარეობს ისე, როგორც დაგეგმილი იყო, მას შემდეგ რაც სატელიტი აღარ დაბრუნდება დედამიწაზე და განადგურდება ატმოსფეროში ერთი წლის შემდეგ.

როტშილდის აზრით, მთავარი კითხვაა თუ გაღივდება ანაბაენას სპორები, როდესაც რეჰიდრატირდება. მას მეტი მოლოდინი აქვს Bacillus subtilis სპორების, ვიდრე სხვა ექსპერიმენტებისას ჰქონდა.

სატელიტი ასევ განახორციელებს ექსპერიმენტებს სხვა უფრო ჩვეულებრივი საკვების შესახებაც. გერმანელი მეცნიერების ჯგუფი აპირებს სატელიტზე პომიდვრის გაზრდას ბაქტერიისა და წყალმცენარეების გამოყენებით, რომელიც გადააქცევს შარდს სასუქად, ამბობს გუნდის ხელმძღვანელი იენს ჰაუსლაუგე გერმანიის აერონავტიკის ცენტრის აეროსივრცული მედიცინის ინსტიტუტიდან. უფრო ადრე ამ წელს ასტრონავტებმა დააგემოვნეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოყვანილი სალათის ფურცლები.

ნასა აცხადებს, რომ გეგმავს ადამიანების გაგზავნას მარსზე 2030 წლისთვის, თუმცა ამბობენ რომ ეს თარიღი მეტისმეტად ოპტიმისტურია. მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ეს მისია უნდა იყოს ისეთი თვით-კმარი, რამდენადაც შესაძლებელია, განაცხადა ამორ მენეზესიმ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

მენეზესი აღნიშნავს, რომ სივრცეში საკვების გაზრდა განვითარების ადრეულ ბაზაშია. „სივრცული ინჟინრები ძალიან კონსერვატიულები არიან,“ ამბობს ის. „ ბიოლოგია არის ის, რომელიც ამ ეტაპზე ნამვილად არ არის გათვალისწინებული.“

 

წყარო: doctrina.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>