loading...

«

»

დეკ 09

იაპონიაში IREX 2015-ის ღონისძიებაზე ლეონარდო და ვინჩი რობოტში გააცოცხლეს

იაპონურად მოლაპარაკე ლეონარდო და ვინჩმა რობოტების გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი გააოცა. ორიოდე დღის წინ ტოკიოში რობოტების საერთაშორისო გამოფენა (IREX2015) გაიხსნა. ღონისძიებამ 446 იაპონურ და სხვა ქვეყნების კომპანიებს და ორგანიზაციებს უმასპინძლა. ყველაზე დიდი ყურადღება იაპონური Nedo-ს (ახალი ენერგეტიკისა და სამრეწველო ტექნოლოგიების განვითარების ორგანიზაცია) მიერ წარმოდგენილმა რობოტებმა მიიქციეს.

ტოჰოკუს 2011 წლის მიწისძვრის საპასუხოდ შექმნილ მოდელებს –  Jaxon, HRP-2 და Hydra შეუძლიათ შეასრულონ ისეთი ამოცანები, როგორიცაა ნავიგაცია, ცოცვა, და კარის გაღება. “ჩვენი სამუშაო ადგილების უმეტესობა, რა თქმა უნდა, ადამიანებისთვისაა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ზოგიერთი სამუშაოს შესრულება ჰუმანოიდებსაც შეუძლიათ, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება კარის გაღებას და კიბეზე ასვლას, ამ სახის ავალებების შესასრულებლად ჰუმანოიდები უფრო სასარგებლოები არიან “ – განაცხადა მანქანის სისტემების დეპარტამენტის პროექტის მენეჯერმა სატოში კოჩიამამ.

გამოფენაზე ასევე წარმოადგინეს მოცეკვავე რობოტი, სახელად PremaidAI, რომელმაც თავისი პერფომანსის დასასრულს მაყურებელს კოცნა „გაუგზავნა“. DMM-ის მიერ შექმნილი რობოტი  სმარტფონის მეშვეობით კონტროლდება და მას სხვადასხვა აქსესუარებიც აქვს.

 

irex-2015-24

Robot Yuench -ის ხელმძღვანელმა მასაიუკი ოკამოტომ, რომელმაც DMM-თან ერთად რობოტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, განაცხადა, რომ PremaidAI არის კარგი შესაძებლობა იმ ადამიანების ოცნების რეალიზებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ რობოტი ყველა ოჯახში იყოს.

IREX2015-ზე წარმოადგინეს ჰიპერ რეალისტური ანდროიდი – ლეონარდო და ვინჩი, რომელიც ვიზოტორებს იაპონურად ესაუბრებოდა. დისტანციურად კონტროლირებადი ანდროიდი მინორო ასადამ შექმნა, იმ მიზნით, რომ მოზარებისთვის რობოტების შექმნის ტექნოლოგიის პოტენციალი გაეცნო.

„ არსებობს ორი სახის ანდროიდი: პირველი ტიპის ანდროიდები რეალურად არსებული ადამიანების იმიტაციაა, ხოლო მეორე – გამოგონილების. ლეონარდო და ვინჩის რობოტი პირველი ტიპის ანდროიდებს განეკუთვნება, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველას მიერ კარგად ცნობილი ადამიანის იმიტაციაა,“ – განაცხადა და ვინჩის ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა იაკატა მასაკაზუმ.

IREX- ის გამოენა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რობოტების შოუა. ქსპონანტების უმეტესობა ინდუსტრიის სფეროს რობოტოტექნიკაა, თუმცა თანდათან იზრდება იმ ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც მედიცინასა და კატასტროფის აღმოფხვრაზეა ორიენტირებული.

irex-2015-11

irex-2015-18

irex-2015-19

irex-2015-20

irex-2015-22

irex-2015-16

irex-2015-17

წყარო: doctrina.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>