loading...

«

»

დეკ 16

ანტირადიაციული აბები – ეს თითქმის რეალობაა

ბერკლის ლოურენსის სახელობის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევარებმა სხივურ დაავადებასთან ბრძოლის ახალი საშეუალება გამოიგონეს – აბების სახით.

წამალი მოქმედებს ხელატირების ანუ იონების ლითონის მოლეკულებთან დაკავშირების პროცესის საფუძველზე. აბებში ხელატორები ისეა დაპროექტებული, რომ უკავშირდებიან, მხოლოდ რადიაქტიურ ელემენტებს, არ შედიან სხვა მასალებთან რეაქციაში. ამით ისინი ორგანიზმიდან პლუტონის, ურანის და სხვა მავნე რადიაქტიული ნივთიერებების მოშორებაში გვეხმარებიან.

კაფსულებში მყოფი ხელატორები გააძლიერეს მძიმე ლითონებთან საბრძოლველად, მანამდე კი მათ კარგი შედეგები მოგვცეს ტყვიისგან სისხლის გაწმენდისას. ახალი “ანტირადინი” ბრწყინვალედ გამოსცადეს თაგვებზე და ცალკეულ უჯრედებზე. ახლა მკვლევარები მზად არიან პრეპარატი ადამიანებზე გამოსცადონ.

 

წყარო: alioni.info