loading...

«

»

იან 22

მეცნიერებმა აღმოაჩინეს დინოზავრი, რომელსაც ბინოკულარული ხედვა აღმოაჩნდა

პალეონთოლოგების საერთაშორისო გუნდმა აღწერა ახალი სახეობის მეზოზავრი-Phosphoro Saurus ponpetelegans.  ჩონჩხის დეტალები იმაზე მიგვითითებს, რომ ეს ქვეწარმავლები ფლობდნენ ბინოკულარულ ხედვას და საღამოობით ნადირობდნენ მანათობელ ცხოველებზე.  კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Systematic Palaeontology-ში.

მეცნიერებმა ჩრდილოეთ იაპონიაშიი 2009 წელს აღმოაჩინეს კარგად შენახული ნამარხები, რომლის ასაკიც დაახლოებით 72 მილიონი წელია. ნაშთები შემორჩენილია იმდენად კარგად, რომ მეცნიერებმა შეძლეს ძვლების აღქმა. ამდენად, მათ შეძლეს მათი რეკონსტრუქცია კომპიუტერით.  ამ  რეპტილიების სიგრძე   3-4 მეტრს შეადგენს.

რამდენადაც ნამარხი კარგადაა შენახული ფორმამ ნათლად გვაჩვენა რომ მეზოზავრს გააჩნდა ბინოკულარული ხედვა. მათი თვალის სტრუქტურა განსხვავდება სხვა მონათესავე ტიპებისგან. მათი თვალები თავის ორივე მხარეს იყო რაც მათ წყლის ქვეშ ნადირობას უადვილებდა.

მეზოზავრებს ნაკლებად ქონდათ განვითარებული ფარფლები  ამიტომ ისინი ცუდად ცურავდნენ.

პალეონთოლოგები  თვლიან, რომ მეზოზავრები იყვნენ ღამის მონადირეები, რადგან მათ დიდი თვალები ჰქონდათ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მეზოზავრები საღამოს ნადირობდნენ .

ადრე მეცნიერები პოულობდნენ მეზოზავრების ნაშთებს აღმოსავლეთ ამერიკის სანაპიროებზე, წყნარი ოკეანის სანაპიროებზე, ევროპაში და ჩრდილოეთ აფრიკაში.