loading...

«

»

იან 22

პოლიეთილენის ბოთლის ნაცვლად, ეკოლოგიურად სუფთა აპკი

საიდუმლო არ არის, რომ პლასტიკური ბოთლები მომაკვდინებლად მოქმედებს გარემოზე. მისი დაშლის პროცესი 100 წლის მანძილზე გრძელდება, ხოლო მათი 80% მეორად გადამუშავებას არ ექვემდებარება. არც ამ ბოთლების წარმოება არის იაფი და ბოთლი წყლის ფასის მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ მის პლასტიკურ ტარაზე მოდის.

სამმა ლონდონელმა სტუდენტმა, გამოიგონა და მსოფლიოს შესთავაზა პლასტიკური ბოთლის ალტერნატივა – ეკოლოგიური შეფუთვა წყლისთვის, რომელიც ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს სილიკონის იმპლანტანტსის გარსს. მიუხედავად თხელი აპკისა, ის ძალიან გამძლე, ბიოლოგიურად სრულად შლადი და საკვებად ვარგისიანია. მისი წარმოება კი მხოლოდ 2 ცენტი ჯდება.

ეკოლოგიურად სუფთა შესაფუთი აპკის საწარმოებლად გამოიყენება წყალმცენარეები და კალციუმის ქლორიდი, რომლებიც ორმაგ გარსს ქმნიან წყლის ირგვლივ. გამოგონებას საფუძვლად სფეროფიკაციის (სითხისთვის სფეროს ფორმის მიცემა) მეთოდი უდევს. საკვები პროდუქტებისთვის სფეროს ფორმის მინიჭების იდეა, 1942 არის დაპატენტებული დიდ ბრიტანეთში უილიამ პესჰარდტის (William Peschardt) მიერ. გარკვეული პერიოდის მანძილზე, ტექნოლოგიამ დაკარგა თავისი აქტუალობა, მაგრამ 90-იან წლებში, ესპანელმა მზარეულმა აღადგინა el Bulli -ის რესტორანების ქსელში.

იგივე მეთოდით ხდება წყლის მოთავსება სფერულ აპკში: გაყინულ წყალს აგდებენ ზემოთ ხსენებული ნედლეულში (წყალმცენარეებისა და კალციუმის ქლორიდის ნაერთი), მას შემდეგ რაც ყინული გადნება, წყალს ზემოდან აპკი ეკვრის და ტარა წყლის წვეთის ფორმას ღებულობს. გასულ წელს გამოგონებამ Design Award ჯილდო მიიღო, საწარმოო დიზაინის სფეროში და წელს უკვე ბაზარზე გასასვლელად ემზადება.

 

წყარო: intermedia.ge