loading...

«

»

იან 24

მსოფლიოში ყველაზე დიდი მცურავი მზის ელექტროსადგური

იაპონურმა კორპორაცია კუოსეგამ განაცხადა, რომ  მზის ბატარეებზე მომუშავე ყველაზე დიდი ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. იგი მსოფლიოში ყველაზე მძლავრის მზის ელექტროსადგური იქნება.

ეს კუოსეგას უკვე რიგით მეოთხე მცურავი ელექტროსადგური იქნება. ახალი კონსტრუქცია იამაკურას დამბაზე აიგება და გეგმით 2018 წლისათვის უნდა იყოს მზად. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ელექტროსადგური წელიწადში 16 170 მეგავატ-საათს გამოიმუშავებს. ეს 19 000 ბარელი ნავთობის ტოლფასი ენერგიაა და იგი სრულად უზრუნველყოფს ენერგიით 5000 სახლს.

კუოსეგა მცურავი ელექტროსადგურებით 2014 წლიდან დაინტერესდა. ეს იმითია განპირობებული, რომ იაპონიაში ბევრი ტბა და წყლის რეზერვუარია. 2014 წლის მარტში ორი ელექტროსადგური გაუშვეს 1700 და 1200 მეგავატი სიმძლავრის, ხოლო 2015 წელს კიდევ ერთი, 2300 მეგავატი სიმძლავრისა.

 

წყარო: alioni.info

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>