loading...

«

»

იან 27

10 რჩევა, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

1. წვნიანი თუ დაამლაშეთ, მასში გაფცქვნილი კარტოფილი ჩადეთ. ის ზედმეტ მარილს შეიწოვს.

image2. თუ გაინტერესებთ, ახალია თუ არა კვერცხი, აიღეთ თასი და ჩაასხით წყალი, დაახლოებით, 10 სმ-ზე და კვერცხები შიგნით ჩაალაგეთ:

I. ახალი კვერცხი ფსკერზე დაეშვება;

II. თუ წყლიდან კვერცხის მხოლოდ ერთი ბოლო გამოჩნდა, პირველ რიგში სწორედ ეს კვერცხი უნდა იხმაროთ.

III. ზემოთ ამოსული კვერცხი ძველია და საკვებად არ გამოდგება.

image

3. კარტოფილის და მაკარონის ხარშვის შემდეგ დარჩენილი წყალი გააციეთ და ოთახის მცენარეებს დაუსხით. საკვები ნივთიერებები, რომელსაც ნახარში შეიცავს, ძალიან მოეწონებათ მცენარეებს.

image

4. თუ სახლში თევზები გყავთ, აკვარიუმის დასუფთავების შემდეგ, წყალი არ გადაღვაროთ. ასეთი წყალი აზოტს და ფოსფორს შეიცავს, რაც სასარგებლოა მცენარეებისთვის.

image

5. ტომარაში მოთავსებული კარტოფილი რომ არ გაიზარდოს, შიგნით ვაშლი ჩადეთ.

image

6. იმისთვის, რომ ცარიელმა, ჰერმეტულად დახურულმა კონტეინერმა ცუდი სუნი არ აიღოს, შენახვის წინ, ერთი მწიკვი მარილი ჩაყარეთ.

image

7. არ შეინახოთ ბანანი ერთად (მტევნად) ან სხვა ხილთან. გაყავით მტევანი და ცალ-ცალკე შეინახეთ.

ბანანი გამოყოფს გაზს, რომელიც აჩქარებს ბანანის და სხვა ხილის დამწიფების პროცესს. თუ ბანანი იზოლირებული არის ხილისგან და სხვა ბანანისგან, ის უფრო დიდ ხანს ინახება.

image

8. იმისთვის, რომ გახსნილი რძე არ ამჟავდეს და დიდ ხანს შეინახოს, გახსნით თუ არა, მაშინვე ჩაყარეთ 1 მწიკვი მარილი.

image

9. გაყინული ხორცის გალღობის დროს, ცოტა ძმარი დაასხით. ამის შემდეგ, ხორცი უფრო ნაზი იქნება და გალღვობის პროცესი დაჩქარდება.

image

10. იმისთვის, რომ გაასუფთაოთ ნადებისგან ლარნაკის, ბოთლის ან დოქის შიდა კედლები და ძირი, ის წყლით აავსეთ და შიგნით 2 აბი ალკა ზელცერი ჩააგდეთ.

 

წყარო: intermedia.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>