loading...

«

»

იან 29

ხელოვნური ინტელექტის პიონერი მარვინ მინსკი გარდაიცვალა

მეცნიერი და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი მარვინ მინსკი 24 იანვარს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის  ინფორმაციით, მინსკი თავის ტვინში სისხლჩაქცევის შედეგად გარდაიცვალა.

მინსკმა უდიდესი წვლილი შეიტანა კომპიუტერებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში.  ის აცხადებდა, რომ  არც ადამიანისა და არც მანქანის ინტელექტი ცალკეული პროცესი არაა. მისი აზრით, ინტელექტი ჩნდება  “გონების საზოგადოებიდან”, ეს ფრაზა მინსკმა თავისი 1985 წელს დაწერილი წიგნის სათაურად გამოიყენა.

მინსკის გამჭრიახობამ დასაბამი მისცა სმარტ მანქანების შექმნას, რომლებიც ინდივიდუალური მოდულების მიხედვითაა შერჩეული, რაც მათ კონკრეტული შესაძლებლობებს ანიჭებს, მაგალითად, კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია  დიდოსტატის დონის ჭადრაკის თამაში, რობოტები, რომლებსაც მანქანების აწყობა შეუძლიათ, დნმ-ის ანალიზის უნარის მქონე პროგრამები, კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც ცოცხალის მსგავსი დინოზავრების შემნა შეუძლია და ა.შ.

ხელოვნური ინტელექტი აუცილებელია თითქმის ყველა კომპიუტერის ფუნქციონირებისთის, დაწყებული ვებ ძიებიდან, დამთავრებული ვიდეო თამაშებამდე, ასევე ისეთი დავალებების შესასრულებლად, როგორიცაა email-ის spam-სგან გასუფთავება, დოკუმენტების თარგმნა, და სმარტფონებისათვის ხმოვანი ბრძანებების მიცემა.

მინსკი იყო ლეგენდარული ხელოვნური ინტელექტ ჯგუფის MIT-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

რამდენიმე წლის წინ მეცნიერმა პატრიკ უინსტონმა მარვინ მინსკის შესახებ განაცხადა “მას ბუმბერაზი ტვინი აქვს.”

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>