loading...

«

»

თებ 04

ოკაპი – ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველი ჩვენს პლანეტაზე

ეს ისეთი უცნაური ცხოველია, რომელიც როგორც ზებრას, ამავდროულად ჟირაფსაც გავს. უეცრად რომ შეხედოთ, კიდურებით ძალიან გავს ჟირაფს, მაგრამ თუ უკანა მხრიდან დავაკვირდებით, ზებრასაც გავს. მაშასადამე ეს არიც ცხოველი სახელად – ოკაპი.

ოკაპი (Okapia jonstoni) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ჟირაფისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 მ, მასა 250 კგ აღწევს, აქვს მოგრძო ცხვირ-პირი, დიდი ყურები, 2 მოკლე რქა, ძალზე გრძელი ენა, მოკლე წვრილი კუდი, რომელიც ფუნჯით ბოლოვდება, მოთეთრო თავი, მონაცრისფრო-ყავისფერი სხეული, თეთრი და მუქი განივზოლებიანი გავა და ფეხები. იშვიათი ცხოველია. გავრცელებულია აფრიკაში, ბინადრობს მდინარე კონგოს აუზის ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ცხოვრობს ერთეულებად ან წყვილებად. იკვებება ფოთლებით. მაკეობა 440 დღე-ღამე გრძელდება.

image

ოკაპის სამშობლოდ კონგოს რესპუბლიკის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე ტროპიკული ტყე ითვლება. იტურის სახელწოდების ტროპიკულ ტყეების ცხოველი, სხვა გარეომს ვერ ეგუება. ოკაპების რაოდენობა მხოლოდ და მხოლოდ 10 000 დან 20 000 -მდე იცვლება.

image

ოკაპის ფერი არის ყავისფერი, ხავერდის მსგავსად, ოდნავ წითლად ბზინავს. უკანა კიდურების ზედა მხარეს შავ-თეთრი ზოლები აქვს. სახეც შავ-თეთრია. ჟირაფზე მოკლე ფეხები აქვს, მაგრამ დიდად არ ჩამორჩება. მამრებს ორი მოკლე რქა აქვთ, ხოლო მდედრებს არცერთი. საშუალოდ იწონიან 230 კილოგრამს, არიან 2 მეტრა სიგრძის და 1.6 მეტრა სიმაღლის. კუდი 40 სანტიმეტრამდე ეზრდებათ, მდედრებს მამრებთან შედარებით, ყოველთვის უფრო გრძელი კუდი აქვთ.

image

ოკაპების ძირითად საკვებად ითველბა: სოკო, კენკრა და ბალახი. დღისით ყოველთვის აქტიურები არიან და ტყეში მხოლოდ სანდო გზებზე დადიან. მდედრები განცალკევებულად მოძრაობენ, მაგრამ მამრები, ყოველთვის რისკიან გზებზე ირჩევენ.

image

ოკაპები ცხოვრობენ დამოუკიდებლად. იშვიათად თუ ნახავთ, მათ ჯოგებად. ჯერ-ჯერობით პასუხს ვერ სცემენ კითხვას, თუ როდის და როგორ პირობებში ცხოვრობენ ოკაპები ჯოგებად?

image

საშუალოდ, ისინი 25-30 წელს ცხოვრობენ.

image

ოკაპებში ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს ენა. მათ აქვთ 30 სმ სიგრძის მუქი ლურჯი ენა. ერთადერთი ცხოველია, რომელსაც შეუძლია ენით გაიწმინდოს ყურები და თვალის ქუთუთოები.

imageimageimageimageimage

 

წყარო: intermedia.ge