loading...

«

»

თებ 11

თურქეთში უცნაური მუმიფიცირებული ცხოველი აღმოაჩინეს

თურქეთში აღმოჩენილმა იდუმალმა მუმიფიცირებულმა ცხოველმა, რომელსაც მახვილი ეშვები, დამჭკნარი კანი და მათრახის მსგავსი კუდი აქვს, ექსპერტები საგონებელში ჩააგდო.

უცნაური მტაცებელი ცხოველი თურქეთის ერთ-ერთ ძველ სარდაფში აღმოაჩინეს და მას მეცნიერები იკვლევენ. არქეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცხოველი შესაძლოა პრეისტორიული იყოს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს გარკვეული სახის კატა.

მანჩესტერის უნივერსიტეტის დოქტორის მაკ ნაითის განცხადებით, რომელიც ეგვიპტოლოგიდა ცხოველთა მუმიების ექსპერტია, როგორც ჩანს ეს არის მუმიფიცირებული კატა. ეჭვს იწვევს ცხოველის სიგრძეც (1 მეტრი), თუმცა მაკ ნაითი აღნიშნავს, რომ თუკი ეს გარკვეული სახეობის ველური კატაა, ეს სიგრძე სრულიად ნორმალურია.30FECB0B00000578-3437221-image-a-74 1454940085687

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ანატოლიაში მე–10 მე–13 საუკუნეებში ბავშვებისა და კატების მუმიებს აკეთებდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს უცნაური ტრადიცია უფრო ადრეული ეპოქიდან იღებდეს სათავეს ანტიკური ეგვიპტის ზეგავლენის შედეგად, სადაც ადამიანების მსგავსად კატების მუმიებსადც აკეთებდნენ კატისთავიანი ქალღმერთი – ბასტეტისთვის.

კატებს ეგვიპტეში პატივს ცემდნენ იმის გამო, რომ ისინი ებრძოდნენ თაგვებს, ვირთხებსა და სხვა მღრნელებს, რომლებიც ადამიანების საკვებს ანადგურებდნენ. სამეფო კარის კატები განსაკუთრებულ პატივში იყვნენ : ისინი ოქროს სამკაულებით იყვნენ შემკულები და უფლება ქონდათ პატრონის თეფშიდანაც კი ეჭამათ. ეს ტრადიცია შესაძლოა ეგვიპტოდან ანატოლიაშიც იყო გავრცელებული. კატის ძვლებს ღმერთებისთვის შეტყობინებების გასაგზავნად იყენებდნენ. თუმცა ჯერ–ჯერობით უცნობია, იყო თუ არა თურქეთში აღმოჩენილი მუმია ბაფთით შემკობილი,  ბევრი ეგვიპტური კატის მუმიის მსგავსად.

30FDF3C500000578-3437221-image-a-73 1454939928206

30FDF3BA00000578-3437221-image-a-71 1454939912423

 

 

წყარო: doctrina.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>