loading...

«

»

თებ 13

ინდოეთში მეტეორიტმა მამაკაცი მოკლა

ინდოელი მეცნიერები იკვლევენ გახდა თუ არა მეტეორიტის ჩამოვარდნა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

შტატ ტამილ-ნადუს მინისტრის, ჯაიალალიტა ჯაირამის განცხადებით, ადგილობრივი უნივერსიტეტის ავტობუსის მძღოლი მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა და ოჯახს 100, 000 რუპიეს (1, 470 აშშ დოლარი) ოდენობით კომპენსაცია გადაუხადეს.

შემთხვევის დროს მძღოლი უნივერსიტეტის კაფეტერიასთან იდგა. როგორც სააგენტო როიტერსი იუწყება, ინციდენტის შედეგად ორი მებაღე და ერთი სტუდენტიც დაშავდნენ. ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის ადგილას ლუქი ლურჯი ალმასის მსგავსი ქვა იპოვეს, რომელსაც შესაბამის ანალიზს უტარებენ.

თუკი დადასტურდა, რომ მამაკაცი ნამდვილად მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, ეს იქნება ამ მიზეზით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ბოლო 200 წლის განმავლობაში.  მეცნიერული ჟურნალის – International Comet Quarterly-ის ცნობით, ბოლოს მსგავსი შემთხვევა 1825 წელს დაფიქსირდა.

რაც შეეხება მეტეორიტის ჩამოვარდნას, ბოლო დროის ყველაზე დიდ მეტეორიტად ჩელიაბინსკში 2013 წელს ჩამოვარდნილი კოსმოსური ობიექტი ითვლება. მისი მასა 10 ათას ტონას, ხოლო დიამეტრი – 20 მეტრს შეადგენდა. მეტეორიტი ჰაერში აფეთქდა და შენობების დაზიანება და ასეულობით ადამიანის დაშავება გამოიწვია.

 

წყარო: doctrina.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>