loading...

«

»

თებ 19

20 რამ, რაც არ იცით საკუთარი სხეულის შესახებ

სიახლეში წარმოდგენილია, ისეთი საინტერესო ფაქტები ადამიანის სხეულისა და ორგანოების შესახებ, რომელთა შესახებაც ჩვენ შესაძლოა არაფერი გვსმენია.

1. ადამიანის პირის ღრუში არსებული ბაქტერიების რაოდენობა, ბევრად აღემატება ჩვენი პლანეტის მოსახლეობის რაოდენობას.

image

2. ადამიანის თმის ღერს შეუძლია 1 ვაშლის წონას გაუძლოს.

image

3. ადამიანის ენის ანაბეჭდი ისეთივე უნიკალურია, როგორც ხელის.

image

4. ყოველდღიურად, პირის ღრუში 600 მლ. ნერწყვი გამომუშავდება.

image

5. ორგანიზმი თავის ტვინს შეტყობინებებს 400 კმ/სთ სიჩქარით უგზავნის.

image

6. ფართოდ გავრცელებული აზრი, იმის შესახებ, რომ სისხლის 4 ჯგუფი არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, სისხლის 29 ჯგუფი არის და ყველაზე იშვიათი მათ შორის, იაპონელებს აქვთ.

image

7. 19312 კილომეტრი – ამ მანძილის მარათონს «გარბის» ყოველდღიურად ჩვენი სისხლი.

image

8. ჩვენი ნერვების საერთო სიგრძე 75 კილომეტრია.

image

9. ყოველდღიურად 20 000-ჯერ ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ ჰაერს.

image

10. ჩვენს თვალს შეუძლია 10 მლნ-ზე მეტი ფერი გაარჩიოს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამდენი ფერის სახელის დამახსოვრება შეუძლებელია.

image

11. ადამიანის ყურები მთელი ცხოვრების მანძილზე იზრდება – წელიწადში 0, 25 მმ-ით!

image

12. ადამიანის გული წელიწადში 35 მლნ. დარტყმას ახორციელებს – ის საუკეთესო ძრავაა მსოფლიოში!

image

13. ყოველდღიურად ჩვენი სხეულიდან, კანის 1 მლნ. უჯრედი «ცვივა», ეს კი, დაახლოებით, 2 კგ-ა წელიწადში!

image

14. ადამიანის კანის მხოლოდ 1 სმ. კვ.-ზე, 100-ზე მეტი ტკივილის რეცეპტორია განლაგებული.

image

15. მამაკაცის ენაზე ბევრად უფრო ცოტა გემოვნების რეცეპტორია, ვიდრე ქალის ენაზე. (ასე, რომ გენდერული თანასწორობა – მითია.)

image

16. ადამიანი ცხოვრების მანძილზე, დაახლოებით, 35 000 კგ. საკვებს იღებს.

image

17. ჩვენ დაახლოებით 5 წელს ვახამხამებთ, კარგია რომ ამას ვერ ვამჩნევთ და ხამხამთან ერთად, სხვა საქმეებსაც ვაკეთებთ.

image

18. ადამიანის ტვინი ქიმიური ლაბორატორიაა, რომელიც ყოველ წამში 100 000 ქიმიურ რიაქციას ატარებს.

image

19. ადამიანი 160 კმ/სთ სიჩქარით აცემინებს.

image

20. როდესაც ადამიანი ტირის, მისი სახის 43 კუნთი მუშაობს, და მხოლოდ 17 – როდესაც იღიმება.

image

 

წყარო: intermedia.ge