loading...

«

»

თებ 24

უსადენო Xperia Ear ყურსასმენი, რომელსაც შეგიძლიათ ესაუბროთ

Sony-მ ახალი, უსადენო ყურსასმენი წარადგინა, რომელიც მომხმარებლის ვირტუალური თანაშემწის როლს ასრულებს.

Xperia Ear, რომელიც ბარსელონაში მიმდინარე Mobile World Congress-ის პირველ დღეს დაანონსდა, ტელეფონზე Bluetooth-ის საშუალებითაა შეერთებული და მომხმარებელს აწვდის აუდიო შეტყობინებას ტექსტური შეტყობინებების, კალენდრის, შემახსენებელი შეტყობინების, ამინდის და სოციალური მედია პოსტების შესახებ.

ყურსასმენი ასევე აღჭურვილია მიკროფონით, ასე რომ მომხმარებლებს შეუძლიათ კომპიუტერულ პროგრამასთან ხმის კონტროლის მეშვეობით ურთიერთობა, ზარების მიღება ან ტექსტური შეტყობინებების კარნახი.

სხვა მსგავს „პირად თანაშემწეებსაც“, როგორიცაა Apple’s Siri ან Google Now, აქვთ იგივე  ფუნქციები, თუმცა მომხმარებელს ამისთვის ტელეფონის ჯიბიდან ამოღება სჭიდება. Xperia Ear -ს გამოყენებისას კი მომხამრებელს ზედმეტი მოქმედება არ სჭირდება.

Xperia Ear-ს ბატარეა დატენვის გარეშე მხოლოდ 3 საათის გამავლობაში მუშაობს აქტიურად. ყურსასმენის შემქნელები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული დრო საკმაისია იმისთვის, რომ მომხმარებელმა იგი მთელი დღის განმავლობაში დანიშნილებისამებრ გამოიყენოს. როცა ბაატარეა დაიცლება, მისი დატენვა სპეციალურ ქეიზში მოთავსების საშუალებითაა შესაძლებელი.

მოწყობილობა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა ბაზარზე. თუმცა მისი ფასი ჯერჯერობით უცნობია.

 

წყარო: doctrina.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>