loading...

«

»

თებ 26

ჯორჯ კობი – ქართველი წყალგამძლე ცემენტის გამომგონებელი

მეცენატ ჯორჯ კობის სახელი ბევრს გაუგონია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის წარმოშობით ქართველი იყო.    გრიგოლ კობახიძე იგივე „ ჯორჯ  კობი“  დაიბადა  ამბროლაურში. დაწყებითი განათლებაც კი არ მიუღია ისე ჩავიდა ბორჯომში და მუშაობა დაიწყო ახლადგახსნილ მინის ქარხანაში, სადაც დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო და შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი.  მსოფლიომ  ის გაიცნო მისი უნიკალური გამოგონებით, მან შექმნა  წყალგამძლე ცემენტი  და ზემდგრადი მინა-ბლოკი.

ისეთ დიდ ქვეყანაში როგორიც ამერიკაა, ძნელია  თავის დამკვიდრება, მითუმეტეს ქვეყნის გაოცება. ჯორჯ კობის გამოგონებამ კი გადატრიალება მოახდინა  არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც. მისი ცემენტი პირველად 30-იან წლებში ამერიკაში პირველი ცათამბჯენის აშენებისას გამოიყენეს  და მის შემდეგ ფართოდ დაინერგა მსოფლიოში.

მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ კობი მთლიან დროს ბიზნესს უთმობდა და ძალიან წარმატებული ადამიანი იყო, არასდროს დავიწყებია თავისი ქვეყანა. ის  აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საკითხებში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მას  დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნების  და აქ გაგრძელების თავისი ბიზნესის.

სამშობლოს სიყვარული მას არცერთი წამით  განელებია, თავისი ქვეყნიდან შორს მყოფი ქართველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს.  უფრო მეტიც, მას სურდა წარმოების მცოდნე ქართველი აეყვანა კომპანიონად, მაგრამ როგორც ჩანს არ აღმოჩნდა იმ დროს ასეთი არავინ.

დიდი დეპრესიებისა და კრიზისის მიუხედავად, კობი მაინც არ კარგავდა შრომისუნარიანობას და მხნედ ედგა თავის საწარმოს სათავეში. ამ პერიოდში მისმა საწარმომ მილიონები დაკარგა მაგრამ კობიმ თავდაუზოგავი შრომით შეძლო  და ფეხზე წამოაყენა. მისი შესაძლებლობები და ნიჭიერება არ შემოფარგლულა, მხოლოდ ცემენტის გამოგონებით.

მოგვიანებით მან დანერგა კიდევ ერთი სიახლე  თავის წარმოებაში – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. “Babel Lamps”, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა.

1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სახელი კი უცვლელად შენარჩუნებულია  და დღესაც წარმოებს,  „კობი გლეს პროდუქტი“ რომელიც ნაძვის ხის სათამაშოებს აწარმოებს.

 

წყარო: doctrina.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>