loading...

«

»

მარ 23

მეცნიერებმა Tully Monster-ის საიდუმლო ამოხსნეს

ნახევარ საუკუნეზე მეტი  მეცნიერები ვერ ხსნიდნენ იმ უცნაური არსების საიდუმლოს, რომელიც Tully Monster-ის სახელითაა ცნობილი. Tully Monster დაახლოებით 307 მილიონი წლის წინ გამრავლდა ესტუარში, სადაც ახლა  ჩრდილო აღმოსავლეთი ილინოისია.

მკვლევართა ჯგფუმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მათ საბოლოოდ ამოხსნეს Tully Monster-ის  საიდუმლო.

მეცნიერებმა გაანალიზეს Tullimonstrum gregarium-ის (Tully Monster) ნამარხები და დაადგინეს, რომ ეს არ იყო  სეგმენტირებული ჭია ან თავისუფლად მცურავი ლოქორა,  როგორც ამას მანამდე ვარაუდობდნენ,  არამედ თევზი სალამურას სახეობა.

მას ქონდა ტორპედოს ფორმის სხეული, კუნძის მსგავსი დრუნჩი, რომელიც ბრჭყალის მაგვარი სტრუქტურით მთავრდებოდა, რაც სავარაუდოდ კბილების ორი მწკრივი იყო.  Tully Monster დაახლოებით 35 სმ სიგძის არსება იყო, რომელსაც ვერტიკალური კუდის ფარფლი და გრძელი და ვიწრო ზურგის ფარფლი ჰქონდა.

მეცნიერთა შეფასებით, ეს იყო ლაყუჩიანი ხერხემლიანი ცხოველი, რომელსაც ჰქონდა ზურგის ლარი, რომელიც ზურგის ტვინის ფუნქციას ასრულებდა. ზურგის ლარს ადრე მეცნიერები ნაწლავად აღიქვამდნენ.

„Tully Monster-ის ხელახლად შესწავლამ გვიჩვენა, რომ ეს არის ძალიან უცნაური სალამურა, გველთევზას მსგავს ხერხემლიანთა ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც დღესაც ცხოვრობს ზღვებსა და მდინარეებში,“ – აცხადებენ მეცნიერები.

Tully Monster-ს ეს სახელი მოყვარული არქეოლოგის ფრენსის ტულის პატივსაცემად უწოდეს, რომელმაც იგი პირველმა აღმოაჩინა  1958 წელს ილინოისში და ჩიკაგოს მუზეუმის ექსპერტებს მიუტანა.