loading...

«

»

მარ 25

“ეკობოთლი”, რომელიც წყალმცენარეებისგან შექმნეს

როგორც ცნობილია, პლასტმასის ბოთლის გახრწნას 1 000 წელი სჭირდება. მხოლოდ აშშ-ში, ერთი წლის განმალობაში დაახლოებით, 50 მილიარდ ბოთლ სასმელს სვამენ. ეს იმას ნიშნავს, რომ გარემოში დიდი რაოდენობით პლასტმასი ხვდება, რაც ეკოსისტემას სერიოზულ საფრთხეს უქნის.

ამ პრობლემის მოგვარებაზე ისლანდიელმა დიზაინერმა, არი ჯონსონმა იზრუნა, რომელმაც ბოთლი ადვილად ხრწნადი ნივთიერებისგან შექმნა. ინოვაციური ბოთლი წყალმცენარეებისგანაა შექმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 პროცენტით ბუნებრივი და ბიოდეგრადირებადია.

წყალმცენარეებისგან დამზადებული ბოთლი ფორმას ინარჩუნებს მანამ, ვიდრე სავსეა.

ისლანდიელმა დიზაინერმა მის მიერ შექმნილი “ეკობოთლი” რეიკიავიკში დიზაინერთა ფესტივალზე უკვე წარადგინა. ახლა კი მწარმოებლების დაინტერესებას ელოდება იმისათვის, რომ აღნიშნული ნაწარმი ბაზარზე გამოჩნდეს.

 

წყარო: allnews.ge