loading...

«

»

აპრ 04

როგორ სახლებში ცხოვრობენ უმდიდრესი ცნობილი ადამიანები

ჟურნალმა Forbes -მა Realtor.com, Trulia.com, Zillow.com-სა და სხვა საიტების დახმარებით გაარკვია სად ცხოვრობენ ყველაზე მდიდარი ცნობილები. ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ მათ სახლებსა და უძღავ ქონებას.

1.მაიკ ტაისონი

image
ფოტოზე: სახლი ფილმიდან “წვეულება ვეგასში”, ლას ვეგასი, შტატი ნევადა.

ღირებულება: $1, 5 მლნ.

ამერიკელმა ბოქსიორმა, ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა მძიმე წონაში, მაიკ ტაისონმა გადაწყვიტა გაყიდოს ლას-ვეგასში მდებარე თავისი სახლი. ეს სწორედ ის სახლია, რომელშიც გადაღებული იქნა კადრები ფილმიდან “წვეულება ვეგასში”. 49 წლის ბოქსიორი ამ სახლში 2008 წლიდან ცხოვრობს. სახლისთვის იგი 1, 5 მლნ. დოლარის აღებას გეგმავს. დადის ხმები, რომ სახლის გაყიდვის მიზეზი გაბანკროტებული ბოქსიორის მრავალრიცხოვანი ვალებია, თუმცა, ოფიციალურ მიზეზად მეზობლად მდებარე, უფრო დიდ სახლში გადასვლა სახელდება.

ორსართულიან სახლში, რომლის საცხოვრებელი ფართი 600 კვ.მ-ს შეადგენს, არის ექვსი სააბაზანო, ხუთი საძინებელი, კინოთეატრი, სამი ბუხარი, ღვინის მარანი, აუზი ჯაკუზითა და ჩანჩქერით.

ფორმალურად ტაისონი არ შედის ყველაზე მდიდარი ცნობილების რიცხვში, მაგრამ მაინც რჩება შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად.

2.ტეილორ სვიფტი
image
ყველაზე მდიდარი ვარსკვლავების რეიტინგში მას მე-8 ადგილი უკავია.

ფოტოზე: სახლი უოჩ ჰილში (შტატი როდ-აილენდი) ხედით ატლანტის ოკეანეზე.

ღირებულება: 17 მლნ. დოლარი.

მომღერალი და მსახიობი ბოლო დროს დიდ ყურადღებას აქცევს თავის უძრავ ქონებას. უიჩ ჰილში მდებარე ვილა მან 2013 წლის აპრილში შეიძინა. სახლი განთავსებულია 20 000 კვ.მ.-ის ტერიტორიაზე, რომელიც შეიცავს 65 მ-ის სიგანის პლაჟს. კიდევ ერთი ვილა ოკეანის პირას, მასაჩუსეტსის შტატში მომღერალმა 2012 წლის ზაფხულში იყიდა 4, 8 მლნ. დოლარად, 7 თვის შემდეგ კი გაყიდა 5, 7 მლნ დოლარად. მსახიობს კალიფორნიაში, ბევერლი-ჰილსზე აქვს კიდევ ერთი სახლი, რომელიც 2012 წეს 4 მლნ-ად იყიდა.

2014 წელს სვიფტმა შეიძინა ნიუ-იორკის ელიტურ რაიონში მდებარე პენტჰაუსი, რომლის ღირებულებაა 20 მლნ. დოლარი. აღნიშნული სახლი ადრე რეჟისორ პიტერ ჯექსონს ეკუთვნოდა.

3. ჯასტინ ბიბერი
image2014 წელს ბიბერი 30 წელზე ნაჯლები ასაკის მქონე ყველაზე მდიდარი ვარსკვლავების რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ საერთოდ ამოვარდა Forbes-ის ამ რეიტინგიდან.

ფოტოზე: ვილა Oaks Mansion ქალაქ კალაბასასში (შტატი კალიფორნია).

ღირებულება: 6, 5 მლნ. დოლარი.

მუსიკოსმა ჯასტინ ბიბერმა ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდებარე ეს სახლი 2012 წელს იყიდა. მასში არის 6 საძინებელი, 7 სააბაზანო და რამდენიმე სხვა ოთახი. საცხოვრებელი ფართი შეადგენს 855 კვ.მ-ს.

18 წლის იუბილეზე, იმავე 2012 წელს, ბიბერმა Hollywood Hills-ზეც შეიძინა სახლი, 10, 8 მლნ. დოლარად. შენობის პროექტი, რომელიც მინის, ბეტონისა და რკინისგან არის შექმნილი, არქიტექტურულ ბიუროს – Mills Studio-ს ეკუთვნის. სახლის საცხოვრებელი ფართობი 875 კვ.მ-ია, რომელზეც განთავსებულია ხუთი საძინებელი, ბარი, სატრენაჟორო დარბაზი, ოთახი მასაჟისთვის და სახლის კინოთეატრი.

4. ჯენიფერ ლოპესი
imageყველაზე მდიდარი ცნობილების რეიტინგში მას მხოლოდ 95-ე ადგილი უჭირავს.

ფოტოზე: სახლი ქალაქ უოტერ მილში, ნიუ-იორკი.

ღირებულება: 10 მლნ. დოლარი.

ეს სახლი ჯენიფერ ლოპესმა 2013 წლის მაისში შეიძინა. 890 კვ. მ-ის საცხოვრებელი ფართი 12 000 კვ.მ-ის ტერიტორიაზეა განთავსებული და შეიცავს 8 საძინებელს, 7 სააბაზანოს და საუნას. სახლის გვერდით არის აუზისათვის განკუთვნილი შენობა. აქვეა ცალკე ავტოფარეხი მომღერლის “პორშესთვის”. ლოპესს აქვს კიდევ ორი სახლი ნიუ-იორკის ქალაქ გლენ-ჰედში, და ერთი – კალიფორნიაში. ამას გარდა, 2014 წლის ოქტომბერში მან მანჰეტენზე პენტჰაუზიც შეიძინა.

ხოლო სახლი, რომელშიც ლოპესი ყოფილ მეუღლესთან, მარკ ენტონისთან ერთად ცხოვრობდა ჰაიდენ ჰილსზე, გასაყიდადაა გამოტანილი. ორსართულიანი შენობა 18 მილიონი დოლარი ღირს.

5. ლებრონ ჯეიმსი.
image

ყველაზე მდიდარი ცნობილების რეიტინგში მე-18 ადგილზე მყოფი.

ფოტოზე: ვილა Coconout Grove, მაიამში, შტატი ფლორიდა.

ღირებულება: 9 მლნ. დოლარი.

კალათბურთის ვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა ეს სახლი მას შემდეგ შეიძინა, რაც 2010 წელს Miami Heat-ის წევრი გახდა. ვილა ოკეანის ნაპირზე მდებარეობს, საცხოვრებელი ფართი 1130 კვ.მ-ს შეადგენს. შენობაში არის 6 საძინებელი, ღვინის მარანი და სახლის კინოთეატრი. უკანა ეზოში განთავსებულია უზარმაზარი აუზი და ნავსადგომი ორი იახტისთვის.

6.კეტი პერი

image

ყველაზე მდიდარი ცნობილების რეიტინგში მე-3 ადგილის მფლობელი.

ფოტოზე: ვილა ჰოლივუდის ბულვარზე, ლოს-ანჯელესში, შტატი კალიფორნია.

ღირებულება: 6, 5 მლნ. დოლარი.

2013 წელს კეტი პერიმ გასაყიდად გამოიტანა ვილა, რომელიც ექს-მეუღლესთან, რასელ ბრენდომთან ერთად შეიძინა 2011 წელს. მის მაგივრად მომღერალმა მეზობლად მდებარე რამდენიმე ნაკვეთი იყიდა 11, 2 მლნ. დოლარად. შეძენილ უძრავ ქონებაში შედიოდა ორი აუზი, ორი სახლი და 16 000 კვ.მ. მიწა.

7. ლეონარდო დი კაპრიო
imageყველაზე მდიდარი ცნობილების რეიტინგში იგი მხოლოდ 89-ე ადგილზეა.

ფოტოზე: ვილა მალიბუში, კალიფორნია.

ღირებულება: 18, 9 მლდ. დოლარი.

2012 წელს მსახიობმა ეს სახლი გასაყიდად გამოიტანა 23 მლნ. დოლარად (მოგვიანებით კი ფასი ჩამოვიდა 18, 9 მლნ-მდე). ვილა, რომელიც მალიბუს ყველაზე ელიტურ რაიონში მდებარეობს, მსახიობის მეორე სახლია ამ ქალაქში. დი კაპრიოს სხვა უძრავი ქონებაც აქვს აშშ-ს სანაპიროებზე, მათ შორის ვილა ჰოლივუდში. ამას გარდა ვარსკვლავს აქვს პენტჰაუსი ნიუ-იიორკში, მანჰეტენზე, ეკოსახლში, სახელწოდებით Riverhouse.

8.კრიშტიანუ რონალდუ

imageყველაზე მდიდარი ცნობილების რეიტინგში მე-10 ადგილი.

ფოტოზე: ვილა La Finca მადრიდში

ღირებულება: 7, 1 მლნ. დოლარი

ვილა განთავსებულია 4000 კვ.მ-ის ტერიტორიაზე. სახლში არის 7 საძინებელი, ორი აუზი და ბაღი. მადრიდში ფეხბურთელს მეორე სახლიც აქვს, რომელიც 2009 წელს შეიძინა. 2015 წელს რონალდუმ ლისაბონის ცენტრში იყიდა ბინა 2 მილიონ ევროდ.

9 ჟიზელ ბუნდჰენი

imageყველაზე მდიდარი ცნობილების რეიტინგში 46-ე ადგილი.

ფოტოზე: ვილა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია.
ღირებულება: 20 მლნ. დოლარი.

ტოპ-მოდელის ვილა ციხე-სიმაგრეს ჰგავს. მასში ჟიზელი მეუღლესთან, ტომ ბრედლისთან ერთად ცხოვრობს. სახლის საერთო ფართობი 2050 კვ. მ-ია, რომელზეც განთავსებულია 8 საძინებელი, სატრენაჟორო დარბაზე, ღვინის მარანი, ავტოფარეხი 6 ავტომობილისთვის და ლიფტი. გვერდით მდებარეობს ლაგუნას ფორმის აუზი.

 

წყარო: intermedia.ge