loading...

«

»

აპრ 05

ახალი ულტრაკომპაქტური ინჰალატორი ასთმიანთათვის

ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის აღწერების მიხედვით ასთმა დღესდღეობით მსოფლიოში 235 მილიონ ადამიანს აწუხებს. ასთმა – სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომლის ძირითადი დამახასიათებელი სიმპტომებია სუნთქვის გაძნელება, ხველა, გულმკერდში შებოჭვის, ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება.

ასთმისგან გამოწვეული პრობლემების დასაძლევად სხვადასხვა ტიპის ინჰალატორებს იყენებენ. ინოვაცია BLOOM-ი სხვა ინგალატორებისგან კომპაქტურობით და მოხერხებულობით გამოირჩევა, მისი მოთავსება სტანდარტულ საფულეში მარტივად არის შესაძლებელი.

ხშირად მათ ვისაც ინჰალატორის საჭიროება აქვს ავიწყდება სახლიდან მისი წაღება რაც მაღალი რისკფაქტორის მატარებელია. მსუბუქი, თხელი გადჯეტი კი მუდმივად საფულეში მოთავსდდება. მისი პარამეტრები მხოლოდ 4,3 მმ სიგრძე, სიგანე-კი 54მმ-ია.

ფოლადის კორპუსის შიგნით შესაძლებელია იმ რაოდენობის წამლის მოთავსება, რომელიც სრულიად საკმარისია ექვსჯერ მოხმარებისათვის. ამასთანავე წამლით მისი ხელახალი დატენვა სახლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება.

ამ ეტაპზე ახალი ინჰალატორი სერტიფიცირებას გადის FDA-ის სააგენტოში,  გაყიდვაში კი 2016 წლის ნოემბერში გამოვა. მისი ფასი 40ამერიკულ დოლარს შეადგენს.