loading...

«

»

აპრ 07

მსოფლიოს 10 ყველაზე შხამიანი არსება

2132eqeq10) თევზი ფუგუ/fugu Pufferfish-ს შეუძლია იყოს ძალიან მიმზიდველი და ასევე საკმაოდ საშიში. უმეტესი მათგანი დაცურავს როგორც იაპონიის, ჩინეთის და ფილიპინების, ასევე მექსიკის მიმდებარე წყლებში.

მიუხედავად იმისა, რომ შხამიანია, იგი გამოიყენება საკვებად გარკვეული უსაფრთხოების ზომების დაცვის შემდეგ. კერძის არასწორმა მომზადებამ შესაძლოა საკვები გახადოს მომწამვლელი და გამოიწვიოს სიკვდილი, ხოლო სათანადოდ მომზადებული კერძები მისი გამოყენებით ითვლება დელიკატესად, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. თითოეული კერძის ღირებულება შესაძლოა აღწევდეს 200$-ს.

Pufferfish-ის კანი, კუნთების ქსოვილი, ღვიძლი და სასქესო ჯირკვლები შეიცავს ტოქსინს, რომელიც ცნობილია როგორც ტეტროდოტოქსინი. თუ თქვენ იმდენად უიღბლო ხართ, რომ მოგიწევთ ამ ტოქსინის მიღება, თქვენ გამოცდით ჩხვლეტას, წვას პირის არეში, გულისრევას, თავის ტკვილის, მეტყველებისა და კოორდინაციის პრობლემებს. თუ თქვენ ჩაყლაპავთ ამ ტოქსინს ძალიან ბევრს, თქვენ გამოცდით კრუნჩხვებს, პარალიზს, გულის არითმიას და შესაძლოა ეს პროცესი სიკვდილითაც კი დამთავრდეს.

9) შხამიანი ბაყაყი/Poison Dart Frog

w4aztwsb4sx64esbx5we

შხამიანი ბაყაყი კოკოი არის პატარა და აქვს ნათელი ფერი. როგორც წესი, ის ცხოვრობს სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში ან ჰავაიში. ბაყაყის შხამი შეიცავს ბატრაქოტოქსინს. ეს ტოქსინი ბლოკავს კუნთებისკენ მიმავალ ნერვულ სიგნალებს, იწვევს პარალიზს და სიკვდილს.

8) ირლანდიური ტაიპანი/Inland Taipan

45sz45gs357xeუამრავი გველია შხამიანი, მაგრამ ირლანდიური ტაიპანი მათ შორის ყველაზე საშიშია პლანეტაზე. ირლანდიური ტაიპანი ცხოვრობს ავსტრალიაში და აქვს ნეიროტოქსინის შხამი, რომელსაც შეუძლია მოკლას ადამიანი 45 წუთში. საბედნიეროდ, ირლანდიური ტაიპანის ნაკბენის მკურნალობა სწრაფად შესაძლებელია. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ამ გველს ამ დროისთვის არცერთი ადამიანის სიკვდილი გამოუწვევია.

7) ბრაზილიის გასაოცარი ობობა/Brazilian Wandering Spider

46h57bhxc3h5xbwe7ეს ობობა ასევე ცნობილია, როგორც „ბანანის ობობა.“ ის უმეტესად გახვეულია სფეროს ფორმის მქონე ოქროსფერ ქსელში, და რადგან ამ ობობას აქვს ნათელი ყვითელი შეფერილობა, ხშირად არის მოხსენიებული, (არასწორად) როგორც ბანანის ობობა. ოქროსფერი სფეროს ფორმის ობობები შედარებით უწყინარია, მიუხედავად მათი საშინელი შეხედულებისა. ეს სახეობა შეფასდავ როგორც პლანეტის ყველაზე შხამიანი ცხოველი 2007 წლის გინესის წიგნის მიხედვით. ბრაზილიის გასაოცარ ობობის შხამის, ნეიროტოქსინის დიდი რაოდენობით მიღება უკიდურესად მტკივნეულია. მას შეუძლია გამოიწვიოს პარალიზი და სიკვდილი.

6) ქვის თევზი / Stonefish

rw34tsw45xw5txyმყვინთავები უნდა იყვნენ ფრთხილად ამ შხამიან თევზთან მიმართებაში, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის შენიღბვა კამუპლიაჟის საშუალებით. ჩვეულებრივ, ქვის თევზი იმალება ტროპიკული ზონის ზემოთ. თევზის ხერხემალი ატარებს ტოქსინს, რომელსაც შეუძლა შეშუპების, ქსოვილის ნეკროზიის, პარალიზის, შოკის და საბოლოოდ სიკვდილის გამოწვევა. ტოქსინისგან განთავისუფლება დაუყოვნებლივ ხვდება.

5) სასიკვდილო მორიელი/Death Stalker Scorpion

65656uc5ec5ej756 ew4ceyეს მორიელი ღია ყვითელი ფერისაა და გამჭირვალე. იგი გვხვდება შუა აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი შესახედავად დახვეწილია და ეფემერული, მისი საწამავლი სერიოზულ რისკს წარმოადგენს. სასიკვდილო მორიელმა შესაძლოა გამოიწიოს ისეთი შედეგები, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა. გულის პრობლემების და ალერგიული ფონის მქონე ადამიანებს უჭირთ ამ ტოქსიკის დაძლევა.

4)ლურჯ ბეჭდიანი რვაფეხა/ Blue-Ringed Octopus

6f568jmejcnr57ce46cbeb5uეს პატარა რვაფეხა დაახლოებით გოლფის ბურთის ზომისაა და თავისუფლად დაეტევა ხელის გულზე. ყველაზე მეტი შხამიანი ცხოველი ზღვაში ბინადრობს. ლურჯ ბეჭდიანი რვაფეხა გვხვდება ავსტრალიაში, იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში, ასევე პაპუა, ახალ გვინეაში. რვაფეხას ტოქსიკებმა შესაძლოა გამოიწვიოს სიბრმავე, გულისრევა, პარალიზი და სიკვდილიც კი.

3) მარმარილოს გველი/Marbled Cone Snail

34s6s6e45egsxe46ეს კონუსის ფორმის მქონე გველი წარმოადგენს ძალიან საშიშ არსებას. მსუბუქი სიმპტომები შესაძლოა იყოს ტკივილი, ანთება, დაბუჟება და ჩხვლეტა. თუ მიიღე შხამის დიდი დოზა, გამოცდი მხედველობის დაკარგვას, სუნთქვის უკმარისობას და კუნთების დამბლას – საბოლოოდ კი სიკვდილს. არ არსებობს საშუალება, რომელიც გაუმკლავდება მის შხამს. სწორედ ამიტომ, კონუსის ფორმის გველი შეფასებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცხოველი სამყაროში.

2) სამეფო კობრა/ King Cobra

23q5agv36s3xys34კობრა ძირითადად გვხვდება ინდოეთისა და ჩინეთის ჯუნგლებში. გამოირჩევიან თავისი ფართო დეფლექტორებით და შეუძლიათ შხამის გადმოფურთხება. ტოქსინის მიღება არის ძალიან მტკივნეული, და თუ ერთხელ შეაღწევს სისხლის ნაკადში, იწვევს სიკვდილს უმოკლეს ვადაში. ამ ცხოველის შხამის 7 მილიგრამი საკმარისია სპილოს და  დაახლოებით 20 ადამიანის მოსაკლავად.

1) მედუზა/Box Jellyfish

er63sxd436aszhnx4n6nhsb7duxეს მედუზა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ყველაზე შხამინი არსება. ის მოძრაობს აზიისა და ავსტრალიის მიდამოებში, და იმდენად გამჭვირვალეა, რომ ზოგჯერ თვალისთვის შეუმჩნეველია. მედუზის საცეცები აწარმოებს ნემატოქსინს. როდესაც ტოქსინი სისხლამდე მიაღწევს, სისხლის წნევა გაიზრდება. ეს იწვევს გულის შეტევას და საბოლოოდ სიკვდილს. კბენის შემთხვევაში აუცილებელია ნაკბენი ადგილის ძმრით მონამვა და უახლოესი საავადმყოფოსკენ გეზის აღება.

ზემოთ ჩამოთვლილ ცხოველებისგან შეგვიძლია თავის განრიდება. ჩვენ უკვე გვაქვს მათზე ზოგადი წარმოდგენა და შეგვიძლია განვსაჯოთ მათი მიერ გამოწვეული საფრთხეების დონე ადამიანის ცხოვრებაზე. საბედნიეროდ ტოქსინებთან ბრძოლის უამრავი მეთოდია და ხშირად სამედიცინო ჩარევები უნარჩუნებს ადამიანს სიცოცხლეს.

 

წყარო: doctrina.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>