loading...

«

»

აპრ 11

ზოოპარკში დაბრუნებულმა თანამშრომლებმა 250 დაღუპული ცხოველი აღმოაჩინეს

პალესტინის ქალაქ ხან-იუნისში, რომელიც სექტორ ღაზას ტერიტორიაზე მდებარეობს, 2007 წელს გაიხსნა მშვენიერი ზოოპარკი South Forest Park. ადგილობრივმა ბიზნესმენმა მოჰამედ ავაიდამ ასობით ათასი დოლარის ინვესტიცია განახოციელა ამ პარკის განვითარებაში.

აქ ასობით ეგზოტიკური ცხოველი დასახლდა, მათ შორის ისეთი დიდებული ცხოველები, როგორიცაა ლომი, ვეფხვი… ყველაფერი ისე ჩანდა, რომ ზოოპარკს ნათელი მომავალი უნდა ჰქონოდა. მაგრამ 2014 წლის ზაფხულში ის გადაიქცა მისი მკვიდრებისთვის ნამდვილ საკონცენტრაციო ბანაკად…

ამ პერიოდში ხან- იუნსის ტერიტორიაზე გამწვავდა პალესტინა- ისრაელის კონფლიქტი, გამოწვეული ისლამური ორგანიზაციის, ჰამასის ტერაქტებით. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ზომები მიიღეს და ხან-იუნისი სამხედრო კონფლიქტის ცენტრში მოექცა.

მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ზოოპარკი დაშორებული იყო დაბომბვის ადგილიდან, გასაგები მიზეზების გამო მისი თანამშრომლები ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.

ფაქტია, ცხოველები შიმშილით დაიხოცნენ იმიტომ, რომ არავინ იყო მათი პატრონი…

რამდენიმე მამაცი ადამიანი სროლების ფონზე შეეცადა და შეაღწია ზოოპარკში. საკვების დარჩენილი რეზევიდან გამოკვებეს ცხოველები, მაგრამ მარაგი ძალიან მალე ამოიწურა. ასეთი დიდი რაოდენობის ცხოველებისთვის შეუძლებელი იყო საკვების მიწოდების ორგანიზება…

ყველაზე ჯიუტი და მამაცი თანამშრომლებიც კი დანებდნენ და მიატოვეს ცხოველები ბედის ანაბარა…

როცა ხან- იუნისის რაიონში მდგომარეობა დასტაბილურდა, ზოოპარკის თანამშრომლები დაბრუნდნენ სამსახურში.

მათ იქ უსაშინლესი სურათი დახვდათ!

თითქმის 250 დაღუპული ცხოველი…მხოლოდ 20 გადაურჩა შიმშილით სიკვდილს. პალესტინის მშრალმა და ქარიანმა კლიმატმა გვამებს გახრწნის საშუალება არ მისცა, მუმიად გადააქცია.

ზოოპარკი ხან-იუნისში კიდევ ერთი მაგალითია იმის შესახსენებლად, თუ რა საშინელების მომტანია ომი…

იმის გამო, რომ ხელისულებაში ადამიანებმა არ იციან რაა კომპრომისი- იტანჯება ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე.

ეს კადრები ყოფილი ზოოპარკიდან, ამის დადასტურებაა სწორედ!

 

შენიშვნის სახით: ისრაელ-პალესტინის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 1 960 -ზემეტი პალესტინელი და 67 ადამიანი ისრაელის ტერიტორიაზე…

 

წყარო: intermedia.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>