loading...

«

»

აპრ 15

უკრაინაში პირველი ელექტრომობილი დაამზადეს

უკრაინაში პირველი ელექტრომობილის პროტოტიპი დაამზადეს. ავტომობილის შექმნაზე მუშაობდა კომპანია “Electric Marathon International” -ი.

ელექტომობილ “Synchronous”-ის ინოვაციურმა ელექტროძრავამ, მზის პანელებმა სახურავზე და ახალმა საინჟინრო გადაწყვეტილებებმა ეს მანქანა უნდა გახადოს კომფორტული და მოხერხებული. ყოველ შემთხვევაში ასე აცხადებენ ელექტრომობილის დამამზადებლები.

“ფანჯრების გარე პანორამული ტონირება და გარეგნობა შუა საუკუნეების კარეტას გვაგონებს, Synchronous-ი იდეალური გადაადგილების საშუალება იქნება ქალაქში”-ნათქვამია განცხადებაში.

image

6 აპრილს უკრაინული პირმშო Synchronous -ი მონაკოს ეკოლოგიური ტრანპორტის მე-11 კონფერენციაზე წარადგინეს.

ავტომობილის დიზაინი კიევის სტუდია Prystrast-ში შეიქმნა, ხოლო ძრავა “Славянка” და ეკოლოგიურად სუფთა კორპუსი ოდესის კომპანია EcoFactor-მა დაამზადა.

თუმცა ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა უკმაყოფილოა ელექტრომობილის დიზაინით.”ნაგვის სათლს მაგონებს” წერს ერთ-ერთი მომხარებელი, ხოლო მეორეს -“ბავშვურ კოშმარებს აგონებს, როდესაც ქალაქში გადაადგილდებოდა კუბო ბორბლებზე”.

image

image

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>