loading...

«

»

აპრ 21

ახალი ტექნოლოგიის წყალობით პარალიტიკმა გიტარაზე დაკვრა შეძლო

უბედური შემთხვევის შედეგად პარალიზებულ ახალგაზრდა მამაკაცს თავის ტვინში ჩიპი ჩაუდგეს, რომელიც ტვინს ზურგის ტვინის გვერდის ავლით აძლევს „ბრძანებეს.

ახალი ტექნოლოგიის წყალობით ოჰაიოს მკვიდრ 24 წლის იან ბერჰარტს შუძლია ისეთი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა მაგიდიდან ჭიქის აღება, გიტარაზე დაკვრა, ვიდეოთამაშის თამაში და ა.შ. მეცნიერებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ იმპლანტირებული ჩიპი სიგნალებს ტვინიდან წინამხარზე განთავსებული 130 ელექტროდის გავლით გადასცემს და  ხელებისა და თითების კუნთებს მოძრაობის საშუალებას აძლევს.

ბერჰარტი, რომელსაც უბედური შემთხვევის შედეგად ზურგის ტვინი 19 წლის ასაკში დაუზიანდა, აცხადებს, რომ ახალმა ტექნოლოგიამ მას „საზოგადოების ნორმალური წევრის ფუნქციები დაუბრუნა.“

ქირურგებმა პარალიზებულ მამაკაცს თავის ტვინის ქერქის მამოძრავებელ ზონაში ბარდის ზომის ჩიპი ჩაუდგეს. ჩიპი, რომელიც თავიდან სახელოებამდე გამავალ კაბელთან დააკავშირეს, ტვინს კუნთების მასტიმულირებელ სიგნალებს უგზავნის.

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგი ალი რეზაი შედეგებს „ტვინის კომპიუტერული ინტერფეისის ტექნოლოგიის ევოლუციის ახალ ეტაპს უწოდებს.“

ბერჰარტმა “ნერვული შემოვლითი” ტექნოლოგიის დემონსტრირება ჯერ კიდევ 2014 წელს მოახდინა. მაშინ მას მხოლოდ და მხოლოდ ხელის გაშლა შეეძლო. „მოვლენები იმაზე გაცილებით უკეთ ვითარდება, ვიდრე წარმოვიდგენდი,“ – აცხადებს ახალგაზრდა მამაკაცი.