მზის ბატარეაზე მომუშავე თვითმფრინავმა Solar Impulse 2-მა წყნარ ოკეანეში სამდღიანი ფრენა დაასრულა და კალიფორნიაში დაეშვა.
დაშვებამდე თვითმფრინავმა სან-ფრანცისკოში მდებარე ცნობილ ხიდს, ოქროს კარიბჭეს გადაუფრინა.
Solar Impulse 2-ს ახლა მეორე, რთული გამოცდა ელის. ის დაშვების გარეშე ნიუ-იორკიდან გიბრალტარის სრუტემდე უნდა გადაფრინდეს.
მზის ბატარეაზე მომუშავე თვითმფრინავის ფრენას, მონაკოში მდებარე სადისპეჩერო ცენტრიდან აკონტროლებენ.
მეტეოროლოგები და ფრენის ორგანიზატორები ინფორმაციას მუდმივად ანახლებენ და Solar Impulse 2-თვის ოპტიმალურ მარშრუტს ირჩევენ.
Solar Impulse 2 შვეიცარიაში კონსტრუირებული თვითმფრინავია. მისი ფრთების საერთო სიგრძე 72 მეტრი, წონა კი 2,3 ტონაა.
თვითმფრინავის ზედაპირზე დაყენებული 17 ათასი მზის ბატარეა 4 ელექტროძრავს ამუშავებს.
თვითმფრინავის სიჩქარე საათში 140 კილომეტრია.