loading...

«

»

მაი 23

2060 წლისთვის დედამიწის მოსახლეობას წყალდიდობები დაემუქრება

2060 წლისთვის დედამიწის ერთ მილიარდამდე მცხოვრებელი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლობალური წყალდიდობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, ამის შესახებ ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაციაChristian Aid-ის (ქრისტიანული დახმარება) ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე დაემუქრება აშშ-ს, ჩინეთსა და ინდოეთს.

მათი ინფორმაციით, კლიმატური ცვლილებების გამო ოკეანეების დონე აიწევა, რაც აღნიშნულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, რომ მიიღონ ზომები მომავალი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. გაზარდონ ინვესტიციები კატასტროფის შემცირების პროგრამებში , რათა შეამცირონ გლობალური დათბობა, ყველა ღონე იხმარონ, სათბურის აირების შესამცირებლად, რასაც გასული წლის დეკემბერში პარიზში გამართულ კლიმატურ კონფერენციაზე შემუშავებული შეთანხმებაც ითვალისწინებს.