loading...

«

»

ივნ 13

პერსონალური სამგზავრო დრონი

ოცნებობთ ცაზე, მაგრამ კერძო თვითმფრინავს ძალიან ბანალურ გადაწყვეტილებად მიიჩნევთ? BBC Future-ის მიმომხილველი სინგაპურელი სტუდენტების გამოგონებით დაინტერესდა, რომლებსაც ამ კითხვაზე საკუთარი პასუხი აქვთ.

უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. დრონების პოპულარობა დღითიდღე მატულობს – მათ სხვადასხვა მიზნით იყენებენ, დაწყებული ინტერნეტით განხორციელებული საყიდლების მიწოდებით, ავარიულ-სამაშველო სამუშაოებით დასრულებული.

მაგრამ რა აზრის ხართ პერსონალური სამგზავრო დრონის, მცირე ელექტრო საჰაერო ხომალდის შესახებ, რომელსაც მის ბორტზე მყოფი მგზავრი ან მიწაზე მყოფი ოპერატორი მართავს?

თუ ექსპერიმენტები წარმატებით ჩაივლის, ჩვენ შეიძლება საფრენი აპარატების ცალკე კატეგორია ვიხილოთ.

სინგაპურის ეროვნული უნივესიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილ ერთადგილიან საფრენ აპარატს Snowstorm ჰქვია.

Snowstorm-ის აშენებას რვა სტუდენტმა ერთი წელი მოანდომა. პროგრამის მიზანი “ეკოლოგიურად სუფთა სამოყვარულო საფრენი აპარატების შექმნა და კონსტრუირებაში სტუდენტების ჩართვაა”.

ახლანდელ ვარიანტში Snowstorm-ს შეუძლია 5 წუთის განმავლობაში ჰყავდეს ჰაერში 70-კილოგრამიანი მგზავრი.

“ჩვენ მოვიძიეთ დაფინანსება, რომლის საშუალებითაც შევძლებთ ვიმუშაოთ აპარატის გამოუმჯობესებული ვერსიის შექმნაზე”, – განაცხადა დოცენტმა მარტინ ჰაინცმა, რომელიც სტუდენტებს პროექტის რეალიზაციაში ეხმარება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>