loading...

«

»

ივნ 23

იწვევს თუ არა ყავა კიბოს?

ყავა, რომელიც 1991 წლიდან კლასიფიცირებული იყო, როგორც „სავარაუდოდ“ კარცინოგენული ნივთიერება, კიბოს არ იწვევს. ყავა დაკავშირებული იყო საშარდე ბუშტის კიბოსთან, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნული დასკვნის გასაკეთებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ოთხ კატეგორიაში ყავამ მეორე 2B კატეგორიიდან – „სავარაუდოდ“ კარცინოგენული ნივთიერება, მესამე კატეგორიაში- კლასიფიცირება შეუძლებელია, გადაინაცვლა.
IARC-ის  სიმსივნის გამოწვევი პროდუქტების სიაში თამბაქო და დამუშავებული ხორცი პირველ კატეგორიას განეკუთვნება. კატეგორია კლასიფიცირდება, როგორც კიბოს გამომწვევი პროდუქტი. მაგალითად, თამბაქო კიბოს რისკს 20-ჯერ ზრდის, ხოლო დამუშავებული ხორცი -აორმაგებს.

თავდაპირველად IARC-ის მიიჩნევდა, რომ ყავა კიბოს რისკს ზრდის, ახლა კი ეს დამოკიდებულება შეიცვალა. თუმცა შეცვლის კი ეს ფაქტი ყავის მიმართ ყავის მოყვარულთა დამოკიდებულებას? დილით ყავის სმის დროს ალბათ არავინ ფიქრობს იმაზე, იწვევს თუ არა ეს სასიამოვნო სასმელი კიბოს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ 65 °C -ზე ცხელი სასმლის, მათ შორის წყლის, ჩაის, ყავის, გადაყლაპვა საყლაპავი მილის კიბოს იწვევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>