loading...

«

»

ივლ 07

შვედეთის ხელისუფლებამ ელექტროფიცირებული გზების მოწყობა დაიწყო

ყველაზე განვითრებულ ელექტრომობილებშიც კი გამოიყენება ბატარეა, რომელიც ადრე თუ გვიან დაჯდება და მომავალი რამდენიმე კილომეტრის გავლა მხოლოდ მისი რამდენიმესაათიანი დატენვის შემდეგ ხდება შესაძლებელი.

სწორედ ამის გამო შვედეთის ხელისუფლებამ ელექტროფიცირებული გზების მოწყობა და მათი გამოცდა დაიწყო.

შვედი მკვლევარები გზის მცირე მონაკვეთით შემოიფარგლნენ, რომლის სიგრძე, სულ რაღაც, 2 კილომეტრია და გზის თავზე ელექტროსადენები გაიყვანეს, რომლის მეშვეობითაც  მოდიფიცირებული სატვირთო მანქანები იტენებიან.

ელექტროენერგიის სიმძლავრე 750 ვოლტს შეადგენს. სავარაუდოდ, ელექტროფიცირებული გზა მხოლოდ სატვირთო მანქანებისა და ავტობუსებისთვის შეიქმნება. მსუბუქი ავტომანქანები ძალიან დაბალია და მათთვის მსგავსი გზების მოწყობა დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული.

კვლევისთვის ჰიბრიდული სატვირთო მანქანები გამოიყენებოდა, რომელსაც საწვავზე მომუშავე ძრავთან ერთად ბატარეაც ჰქონდა.