loading...

«

»

ოქტ 06

აუქციონზე ნაგასაკის დაბომბვის ამსახველი ფოტოები გაიყიდა

იაპონიის ქალაქ ნაგასაკში გადაღებულმა შთამბეჭდავმა ფოტოებმა, რომლებიც აშშ-ს მიერ ატომური ბომბის ჩამოგდებიდან ერთ დღეშია გადაღებული და რომელთა კონფისკაცია ამერიკელმა სამხედრო ძალებმა  მოახდინეს, 70 წლის შემდეგ მზის სინათლე იხილეს.

იაპონელი სამხედრო ფოტოგრაფის, იოსუკე იამაჰატას, მიერ გადაღებული ამაღელვებელ ფოტო-კოლექციაში ასახულია ბირთვული აფეთქების შედეგად მიწასთან გასწორებული ლამდშაფტი, მასობრივი სიკვდილი და გადარჩენილთა უიმედო მდგომარეობა.

იამაჰატა ტრაგედიის ადგილზე 12 საათის შემდეგ მივიდა, მას დავალებული ჰქონდა პროპაგანდული მიზნებისთვის განადგურების ამსახველი დოკუმენტური მასალა მოემზადებინა.

ზოგიერთი მისი ფოტოსურათი, რომლებიც 1952 წელს Life Magazine-ში გამოქვეყნდა, თავდასხმის შედეგების ყველაზე სრულყოფილ ჩანაწერად ითვლება.

თუმცა რამდენიმე ფოტოსურათის კონფისკაცია დაუდგენელმა ამერიკელმა სამხედრო პოლიციელმა მოახდინა და დღემდე არავის უნახავს. ფოტოები გენერალ დუგლას მაკარტურის პირდაპირი ბრძანების საფუძველზე „განადგურდა“.

თუმცა სამხედრო პოლიციელმა ფოტოები შეინახა. ისინი მოგვიანებით ერთ-ერთმა კოლექციონერმა შეიძინა და ამჟამად RR -ის აუქციონზე იყიდება. ფოტოები 38,000 ფუნტდაა შეფასებული. ფოტოალბომი 24 ფოტოსგან შედგება. მათგან 12 აქამდე არასდროს გამოქვეყნებულა.

იოსუკე იამაჰატა 1966 წელს 48 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა, რაც სავარაუდოდ რადიაციის ზემოქმედებამ გამოიწვია.

„როდესაც ეს ალბომი ხელში გიჭირავს, გრძნობ, რამდენად ძლიერია ეს ფოტოები,“ – განაცხადა RR  აუქციონის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა რობერტ ლივინგსტონმა.

აუქციონი კვირას, 25 სექტემბერს გაიმართა.

 

წყარო: doctrina.ge