loading...

«

»

ოქტ 11

გაიცანით, მუსკატი – ყველაზე ასაკოვანი კატა მსოფლიოში

ეს ნაცრისფერი შეფერილობის კატა გახლავთ პრეტენდენტი, მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კატების ნომინაციაში. მეპატრონეებმა რამდენიმე დღის წინ მისი 31-ე დაბადების დღე აღნიშნეს, რაც ადამიანის 141 წლის ექვივალენტად მიიჩნევა. მისი სახელია მუსკატი (Nutmeg), და მან თავად ამოირჩია საკუთარი მეპატრონეები, დაახლოებით 26 წლის წინათ, როდესაც აღმოჩნდა მათი უკანა ეზოს ტერიტორიაზე.

მუსკატის მეურვეებმა, ლიზმა (Liz) და იან ფინლეიმ (Ian Finlay), კატა 1990 წელს შეიფარეს და მას შემდეგ მათი ოჯახის სრულუფლებიან წევრად იქცა.

მუსკატის პოვნის შემდგომ მეპატრონეებმა იგი ადგილობრივ ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანეს, რათა ყელის არეში არსებული დაზიანებისათვის ემკურნალათ. ვეტერინარის განცხადებით კატა სულ მცირე 5 წლის მაინც იყო.

ლიზი და იან ფინლეი ამჟამად დოკუმენტების მოგროვებაზე მუშაობენ, რათა დასაბუთებულად ჰქონდეთ პრეტენზია გინესის რეკორდების წიგნში მათი შინაური ცხოველის მოხვედრაზე, როგორც მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი კატა.

 

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>