loading...

«

»

ოქტ 12

2 წლის წინ გადარჩენილი ბატი დღემდე არ ტოვებს მეპატრონეს

როდესაც მაიკ ჟივანჟიმ (Mike Jivanjee) ორეგონის შტატში მდებარე ტბა ოსვეგოსთან (Lake Oswego) ობლად დარჩენილი ბატის ჭუჭული გადაარჩინა, ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ უახლოეს მომავალში იგი მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი გახდებოდა.

ბატის ჭუჭულს სახელად კაილს (Kyle) იმდენად შეუყვარდა თავისი მზრუნველი მეპატრონე, რომ უკვე ორი წელიწადია მას არ ტოვებს. როდესაც მაიკი ცდილობდა ფრინველი ბუნებრივ პირობებში დაებრუნებინა, რათა დამოუკიდებელად გაეგრძელებინა ცხოვრება, მას ყოველ ჯერზე უკან დაბრუნებისას კაილი სახლის შესასვლელთან ხვდებოდა.

“იცით, მე მისგან გათავისუფლებასაც კი ვცდილობდი: სახლიდან რამდენიმე მილის დაშორებითაც კი წავიყვანე და დავტოვე, მაგრამ როდესაც შინ დავბრუნდი, იგი უკვე კარის ზღურბლთან დამხვდა, ასე რომ დროთა განმავლობაში მივხვდი, ყველა ეს მცდელობა ამაო იყო”, – აცხადებს მაიკი.

თურმე 5 კილოგრამიანი ბატი გარკვეულწილად მის მეპატრონეს იცავს და ზოგჯერ ქალებზეც კი ეჭვიანობს. “როდესაც ჩემთან ქალბატონები მოდიან, მათში გარკვეულ საფრთხეს ხედავს და ამ ყოველივეს მათ აგრძნობინებს კიდეც. კაილი საკმაოდ ჭკვიანია, რათა მიხვდეს ვინ წარმოადგენის მისთვის საფრთხეს და ვინ არა.” – აცხადებს მაიკი ერთ-ერთ ინტერვიუში.

იხილეთ შესანიშნავი ვიდეო, სადაც საკმაოდ კარგად ჩანს კაილის მეგობრული დამოკიდებულება საკუთარი მეპატრონისადმი.

 

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>