loading...

«

»

ოქტ 18

გერმანიაში 225 გრამიანი გოგონა დაიბადა

დასავლეთ გერმანიაში მსოფლიოში ყველაზე პატარა ბავშვი დაიბადა. ემილია გრაბარჩიკი დაბადებისას 22 სანტიმეტრი სიგრძის იყო და დაახლოებით 225 გრამს იწონიდა.

ექიმები თავდაპირველად გოგონას გადარჩენას არ ელოდნენ, თუმცა ემილიამ ყველა გააოცა, ის უკვე ცხრა თვისაა და ახლადდაბადებული ჩვილის წონა აქვს.

გერმანიის წმინდა მარიამის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კლინიკის ხელმძღვანელი დოქტორი ბაჰმან გარავი აცხადებს, რომ ემილიას გადარჩენა სასწაული იყო.

მისივე განცხადებით, პედიატრის, გინეკოლოგისა და ბავშვთა ქირურგის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად პატარა ემილიას სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

„მაშინაც კი, როცა ახალშობილი 14 უნციას იწონის, მისი გადარჩენა იშვიათ შემთხვევაში ხდება შესაძლებელი. ემილია, რომელიც დაბადებისას სულ რაღაც 8 უნციას იწონიდა, ნამდვილი მებრძოლია,“ -აღნიშნა ექიმმა ბაჰმან გარავიმ.

ექიმებმა ემილიას დედას საკეისრო კვეთა მაშინ ჩაუტარეს, როცა იგი 26 კვირის ორსული იყო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აღმოჩნდა, რომ პლაცენტასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ნაყოფი დედის ორგანიზმიდან სიცოცხლისთვის საჭირო რაოდენობის საკვებს ვეღარ იღებდა. ჩვეულებრივ, 26 კვირის ნაყოფი დაახლოებით 21 უნციას იწონის (1 უნცია=28,34952 გ), თუმცა ემილიას წონის მნიშვნელოვანი დეფიციტი ჰქონდა.

მშობლებმა პატარას გადარჩების შანსი მისცეს და საკეისრო კვეთის გადაწყვეტილებას დასთანხმდნენ. „ამ პერიოდის მანძილზე იყო ბევრი რთული დღე და ბევრი ცრემლი, მაგრამ მას გადარჩენა ნამდვილად სურდა და შეძლო კიდეც,“ – აცხადებენ ისინი.

 

წყარო: doctrina.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>