loading...

«

»

ოქტ 19

Audi R8-ს რეკლამა ამავე ავტომობილის მონაწილეობის გარეშე

როგორც მექსიკელი ფოტოგრაფის ფელიქს ერნანდეს როდრიგესის ნამუშევრიდან ჩანს, იმისათვის, რომ გადაიღო ძვირადღირებული ავტომობილის ლამაზი რეკლამა, სულაც არ არის საჭირო გაიმეტო ავტომანქანა სურათის გადაღებისას, რომლის დროსაც შესაძლოა ის შემთხვევით დაზიანდეს კიდეც.

რისკების თავიდან ასაცილებლად შეიძლება უბრალოდ $160 000 ავტომობილი ავტოფარეხში დააყენო, მის მაგივრად კი პატარა $ 40 მოდელი გამოიყენო. ფოტოგრაფის პროფესიონალიზმის წყალობით სურათები ისეთი მაღალი ხარისხის გამოვა, რომ ფაქტიურად შეუძლებელი იქნება მისი რეალური ფოტოებისაგან გარჩევა.

ფოტოსურათი რეალურია, Photoshop-ის გამოყენება – მინიმალური. ის ფაქტი, რომ ავტომობილი ორიგინალთან  შედარებით რამდენიმე ასეულჯერ პატარაა ზომით – თავად Audi-ს კომპანიას საერთოდ არ აღელვებს, მათ თვითონვე დაიქირავეს ფელიქსი (Felix Hernandez Rodriguez), იცოდნენ რა მისი მინიატურებთან მუშაობის შესანიშნავი გამოცდილების შესახებ. ერთია ატარო ავტომობილი Audi R8 ტალახში, წყალში და სხვა ექსტრემალურ პირობებში და მეორე მთელი ეს პროცესი ასახო როგორც შოუ. რეალურ პირობებში გაკეთებული ფოტოსესიის ფინანსური ღირებულება აღნიშნულ პროექტთან შედარებით გაცილებით დიდ ბიუჯეტსაც მოითხოვდა, შესაბამისად კომპანიის გადაწყვეტილება ეთანამშრომლათ ფელიქსთან სრულიად გამართლებული აღმოჩნდა.

გთავაზობთ, ფოტოგრაფის სხვა ნამუშევრებსა და მუშაობის პროცესს:

 

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>