loading...

«

»

ნოე 02

მელოტი ზღარბი ნელსონი

გაიცანით, ეს ნელსონია (Nelson), სრულიად მელოტი ზღარბი, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში არსებულ გარეული ცხოველების თავშესაფარში (Foxy Lodge Wildlife Rescue) ცხოვრობს.

ეს უმწეო არსება, იმისათვის, რომ ცოცხალი გადარჩეს ადამიანურ დახმარებას საჭიროებს. ეკლების გარეშე ზღარბი მარტივად მოსაპოვებელი ნადავლი შეიძლება გახდეს, ვინაიდან მისი ბუნებრივ პირობებში ცხოვრებისას თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებას სწორედ ეკლები წარმოადგენს, რომელიც მას არ აქვს.

“ჩვენ ალბათ ვერასოდეს ვერ გავიგებთ იმის მიზეზს თუ რატომ დარჩა ეკლების გარეშე ან რატომ არ ამოუვიდა მას თავდაცვითი საფარველი”, – აცხადებს  ცენტრის მენეჯერი ტონია გარნერი (Tonia Garner). – “ის ჩვენთვის გამოცანაა, რამდენადაც ნელსონს, რომ მიეღწია ზრდასრულობამდე, მას უნდა ჰქონოდა ეკლები თავდაცვისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ამჟამად საერთოდ მელოტია.”

თავშესაფრის ზოგიერთი თანამშრომელი ფიქრობს, რომ ალოპეციის შედეგი გამოწვეულია სტრესის გამო, რომელიც ნელსონმა რაიმე ტრამვის გადატანის შემდგომ მიიღო.

თანამშრომლები იმედოვნებდნენ, რომ მას საფარველი კვლალვ გაეზრდებოდა და ზრდის სტიმულირებისათვის ყოველდღიურად მასაჟებსაც კი უკეთებდნენ, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

იმედია ერთ დღესაც ნელსონი ნამდვილ ზღარბს დაემსგავსება და მისი ზურგი დაიფარება თავდაცვითი საფარველით.