loading...

«

»

ნოე 03

მამაკაცი დათანხმდა ყოფილიყო სრულიად უცნობი ადამიანის თირკმლის დონორი

არსებობს მოსაზრება, რომ გაჭირვება ადამიანს გარკვეულწილად ეხმარება ბედნიერების მოპოვებაში. კანადელი წყვილის ჰიზერ კრიუგერისა და კრის დემპსის სიყვარულის ისტორია სწორედ ამ სიტყვებით შეიძლება აღიწეროს.

როდესაც კრისი პირველად შეხვდა ჰიზერს, მას თირკმლის დაავადების მეოთხე სტადია ჰქონდა. გოგონა ამ ავადმყოფობით უკვე 2 წლის განმავლობაში იტანჯებოდა. მას უახლოესი 2 თვის განმავლობაში თირკმლის გადანერგვის შემთხვევაში გადარჩენის 50/50 შანსი ჰქონდა. გოგონას ოჯახი ყველაფერს აკეთებდა, თუმცა დონორის მოძებნა, როდესაც ანალოგიური ოპერაციის რიგში 119 ათასი ადამიანი დგას ფაქტიურად შეუძლებელია.

კრისის სიტყვებით, მან გაიგონა, როგორ საუბრობდა მისი ერთ-ერთი კოლეგა, იმის შესახებ რომ მის ნათესავს თირკმლის გადანერგვა ესაჭიროებოდა. “მახსოვს, მაშინ ვიფიქრე, თუ როგორ მომინდებოდა, რომ ჩემ ოჯახს ანალოგიურ სიტუაციაში ვინმე დამხარებოდა.”

საჭირო ანალიზების ჩატარების შემდგომ, კრისმა შეიტყო, რომ მას შეეძლო ჰიზერის დონორი გამხდარიყო, გოგონასი, რომელსაც აქამდე იგი არასდროს არ იყო შეხვედრილი. ისინი პირველად 2015 წლის თებერვალში შეხვდნენ რამდენჯერმე.

მნიშვნელოვანი ოპერაციის თარიღის მოახლოებისათვის კრისი და ჰიზერი ერთად უკვე საკმაოდ დიდ დროს ატარებდნენ. კრისის სიტყვებით, იგი დარწმუნებული იყო ოპერაციის დადებით შედეგებში. იგი რა თქმა უნდა ნერვიულობდა, როგორც ნებისმიერი ადამიანი რთული ოპერაციის წინ, მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას საერთოდ არ აპირებდა.

გადანერგვის ოპერაციის გაკეთების 8 თვის თავზე კრისმა ხელი სთხოვა ჰიზერს, ხოლო 7 თვის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. “ეს ძალიან ემოციური იყო თითოეული ჩვენთაგანისათვის, მისი ოჯახისათვის, ჰიზერისათვის, ჩემთვის, ვიცოდი თუ რა ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევდა. მე არც კი წარმომედგინა, რომ დავქორწინდებოდი ასეთ შესანიშნავ ლედიზე, როდესაც გადავწყვიტე მისი გადარჩენა და დავთანხმდი ვყოფილიყავი მისი დონორი.”