loading...

«

»

ნოე 04

ბერლინში ადოლფ ჰიტლერის ბუნკერის კოპია გახსნეს

ბერლინის ცენტრში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბებისაგან დავდაცვით ნაგებობაში გაიხსნა ფიურერბუნკერის კოპირებული ვარიანტი, იმ ბუნკერის კოპია, სადაც ადოლფ ჰიტლერმა სიცოცხლის უკანასკნელი თვეები გაატარა.

უკანასკნელი ოთხი თვე ადოლფ ჰიტლერი სწორედ ამ რეიხსკანცელარიის გვერდით მდებარე ბუნკერში ცხოვრობდა და აქედან ახდენდა საომარი განკარგულებების გაცემას.

ეს გახლავთ ჰიტლერის ბუნკერში არსებული სასტუმრო და ამავდროულად კაბინეტის კოპია.

ჰიტლერი ბუნკერში იმალებოდა თავისი უახლოეს მომხრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად, მათ შორის იყო მისი მეუღლე ევა ბრაუნი, რომელზეც თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე 1945 წლის 29 აპრილს დაქორწინდა.

ეს ფოტო ითვლება ადოლფ ჰიტლერის უკანასკნელ ოფიციალურ ფოტოსურათად.

ოცდაათი ოთახისაგან შემდგარი ბუნკერი მდებარეობს რეიხსკანცელარიის სკვერში, ბრანდენბურგის ჭიშკრების გვერდით.

ამერიკელი ჯარისკაცი ბუკნერში, ადოლფ ჰიტლერის თვითმკვლეობის შემდეგ, 1945 წელი.

საბჭოთა ჯარისკაცები ჰიტლერის დამარხული ნაწილების სავარაუდო ადგილი, ბერილინი, 1945 წელი.

მეორე მსოფლიო იმის დასრულების შემდეგ ფიურერბუნკერი განადგურებული იქნა.