loading...

«

»

ნოე 16

ქვის უჩვეულო მუზეუმი იაპონიაში

მსოფლიოში უამრავი განსხვავებული და უჩვეულო მუზეუმი არსებობს. თუკი იაპონიაში მოხვდებით აუცილებლად მოინახულეთ ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქი ტიტიბუ (Chichibu), სწორედ ამ ადგილას სავარაუდოდ თქვენ ნახავთ ყველაზე საოცარ მუზეუმს, რომელიც ოდესმე გინახავთ.

რა ანიჭებს მას ასეთ უნიკალურობას და რა ხდის ასეთ გამორჩეულს? მუზეუმის ყოფილი მფლობელი, რომელიც 2010 წელს გარდაიცვალა, თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ეძებდა ადამიანის სახის მოყვანილობის ქვებს და აგროვებდა. ამჟამად მუზეუმს მისი ქალიშვილი მეთვალყურეობს და განკარგავს. ამასთან იგი მამის დაწყებული საქმიანობის გაგრძელებასაც გეგმავს.

მუზეუმ ტინსეკიკანში (Chinsekikan museum) თავმოყრილია 1700 ქვა, აქედან 900 მათგანი ადამიანის სახის ფორმისაა.  ასევე აქ შეგიძლიათ იხილოთ, მულტფილმისა თუ ვიდეოთამაშების პერსონაჟების მსგავსი ქვებიც.