loading...

«

»

ნოე 23

ჩინეთის ბანკი ციფრულ ვალუტაზე მუშაობს

ჩინეთის სახალხო ბანკმა საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა ვაკანსიები: ციფრული ვალუტის დამუშავების, პროგრამული უზრუნველყოფისა და მოწყობილობების დანერგვის თაობაზე. იწვევენ სპეციალისტებს, რომელთაც აქვთ დოქტორის ხარისხი კრიფტოგრაფიასა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხში, აგრეთვე ბლოკჩეინებთან მუშაობის გამოცდილება.

გუნდი, რომელიც შეისწავლის ციფრულ ვალუტას, მისი დანერგვისა და შემდგომ ეფექტური გამოყენების ვარიანტებს, მუშაობის 2 წელს ითვლის. ამ ჯგუფის მოვალეობაში შედის ციფრული ვალუტის გავლენის შესწავლა ეკონომიკურ და სხვა გარე ფაქტორებზე. აგრეთვე პარალელურად ხორციელდება მისი კანონმდებლობასთან ადაპტირება.

ამჟამად განიხილება ვარიანტი, რომელიც მატერიალური ფულის ელექტორნული ფორმით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. გარდამავალ პერიოდში Shanghai Daily-ს  ინფორმაციაზე დაყრდნობით, იქნება, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფულადი ერთეულები.

ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველის განცხადებით, ციფრულ ვალუტაზე გადასვლა გარდაუვალია, ამიტომაც წინასწარ უნდა იქნას დამუშავებული აღნიშნული პროექტი.

მსგავსი მიდგომები სხვა ქვეყნებშიც აღინიშნება: ციფრულ ვალუტაზე ექსპერიმენტს ატარებენ ინდოეთში, შვედეთში კი უკვე მალე შემოიღებენ ახალ ციფრულ ვალუტას – ელექტრონულ კრონას.