loading...

«

»

მარ 02

ამერიკელებმა უპილოტო ფრთა-ტრანსფორმერი გამოიგონეს

მინესოტის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ახალი უპილოტო მფრინავი აპარატი SUAV:Q შექმნეს. საფრენი მოწყობილობა აღჭურვილია აეროდინამიკური ფრთებით, რომლის სატესტო რეჟიმში გამოცდა უკვე  წარმატებით განხორციელდა. უპილოტო მოწყობილობას შეუძლია ვერტტიკალურ რეჟიმში აფრენდა-დაშვება, ვერტმფრენის მსგავსად.

აპარატი შედგება ოთხი ნაწილისაგან, რომელიც დრონის პატარა ყუთში განთავსების საშუალებას იძლევა. მოწყობილობას 120 მეტრ სიმაღლემდე აფრენა შეუძლია, SUAV:Q გაშლილი ფრთების სიგრძე 2 მეტრს შეადგენს, ხოლო მისი წონა 4 კილოგრამამდეა.

SUAV:Q თავისი კონსტრუქციისა და მზის ელემენტების წყალობით, მცირე ენერგიული დანახარჯებით შესაძლებელია დიდი ხნის მანძილზე იყოს ჰაერრში. გარდა ამისა მას არ ესაჭიროება აფრენა-დაშვებისათვის სპეციალური ზოლი, შესაბამისად ამ მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია რთულ რელიეფურ რაიონებშიც. ინჟინრები იტყობინებიან, რომ დრონი გამოდგება მეხანძრეთათვის, პოლიციელებისათვის ან სოფლის მეორნეობაში ფერმერთათვის.