loading...

«

»

მარ 06

ვირჯინიის შტატში რობოტი-კურიერები გამოჩნდებიან

ამერიკის შტატ ვირჯინიის გუბერნატორმა მოაწერა ხელი დადგენილებას, რომლის თანახმადაც რობოტი-კურიერები უპრობლემოდ შეძლებენ საერთო სარგებლობის ტროტუარებსა და ფეხით გადასასვლელებზე გადაადგილებას. აღნიშნული დადგენილება ამოქმედდება და რობოტი კურიერები გზავნილების დარიგებას 2017 წლის 1 ივლისიდან შეძლებენ. დოკუმენტის თანახმად “ავტოკურიერი”-ს სიჩქარე არ უნდა აჭარბებდეს 16 კილომეტრს საათში, ხოლო მისი წონა 22 კილოგრამს.

ახალ კანონში გაწერილია, რომ რობოტები აღნიშნული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ ტროტუარებსა და საფეხმავლო გადასასვლელებზე მოძრაობას დამოუკიდებლად, ადამიანური რესურსის გაცილების გარეშე. ამასთან ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება რობოტ-კურიერის საქმიანობაზე ყველანაირ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე საკურიერო მომსახურეობის კომპანია აიღებს. ამიტომ რობოტების მფლობელი კომპანიები განახორციელებენ ზედამხედველობას, რომელიც დაფუძნებული იქნება ე.წ GPS სისტემაზე.

კანონის შემუშავების პროცესში შტატის ხელმძღვანელობა კონსულტაციებს გადიოდა ესტონურ რობოტი-კურიერების მწარმოებელ კომპანიასთან Starship, რომელმაც საკუთარი წარმომადგენლობა აშშ-ში ახლახანს გახსნა. რობოტი-კურიერების მომსახურეობით დაინტერესდნენ ისეთი კომპანიები როგორიცაა Amazon, Grubhub და სხვა.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>