loading...

«

»

მარ 07

2021 წლიდან ჩინეთი ამფიბია-თვითმფრინავის გაყიდვებს დაიწყებს

ჩინური ამფიბია-თვითმფრინავის პირველი საფრენოსნო გამოცდების ჩატარება 2017 წელს იგეგმება, მაგრამ უშუალოდ სანამ იგი განახორციელებს პირველ აფრენას, მისი ტექნიკური ტესტირება ხორციელდება. ამ დროისათვის თვითმფრინავმა თითქმის ყველა გამოცდა გაიარა, ამიტომაც ინჟინრებმა უკვე დაიწყეს საფრენი ტესტირებისათვის მზადება. თავის მხრივ ხდება პილოტების გადამზადება და პილოტირების ნიუანსების შესწავლა.

თვითმფრინავი-ამფიბია AG-600-ს შექმნა-დამუშავება შვიდი წელიწადია მიმდინარეობს. ჩინეთის წარმოებაში 2009 წლამდე ამ ტიპის თვითმფრინავი არ არსებობდა, ამიტომაც ტექნიკოსებმა გადაწყვიტეს ამ მიმართულებით სიახლეების შექმნა. დადებითი შედეგები ამ დროისათვის თვალსაჩინოა: მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს შეკვეთების მიღება სხვადასხვა ჩინური კომპანიებისაგან.

სპეციალისტების განმარტებით აღნიშნულ თვითმფრინავს გამოყენების ფართო მასშტაბები ექნება. მათ შორის გამოყენებას ჰპოვებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში, ხანძრის ჩაქრობის პროცესში, ტვირთების გადაზიდვაში და მგზავრების გადაყვანაში.  თვითმფრინავი ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციების დროს საკმაოდ ეფექტური იქნება, სპეციალისტების განმარტებით, მას 20 წამის განმავლობაში 12 ტონა წყლის შეგროვება შეეძლება. მისი მაქსიმალური საფრენი მანძილი 4500 კილომეტრი იქნება.

 

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>