loading...

«

»

მარ 10

ევროპაში ლითიუმ-იონური აკუმულატორების წარმოება დაიწყება

კომპანია Tesla-ს ყოფილმა ორმა თანამშრომელმა გადაწყვიტა საკუთარი სტარტაპის North Volt დაფუძნება, რომლის ფარგლებშიც ევროპაში ლითიუმ-იონური (Li-ion) აკუმულატორების წარმოება იგეგმება.

ტესლას ექს-მენეჯერები პიტერ კარლსონი და პაოლო ჩერუტი იტყობინებიან, რომ უკვე იპოვნეს ევროპელი ინვესტორები, რომლებიც ქარხნის მშენებლობას დააფინანსებენ. მათი განმარტერბით ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ადგილის მოძიება, რათა დაიწყოს სამშენებლო პროცედურები. სავარაუდოდ ქარხანა ფინეთში ან შვედეთში აშენდება. North Volt-ის ხელმძღვანელობა აგრძელებს წარმოებისათვის საჭირო დამატებითი ფინანსების მოძიებას და საჭირო დოკუმენტაციის გაფორმებას. ქარხნის მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება.

თუ ყველაფერი ისეთი მიმართულებით წავა, რომელიც ენთუზიაზისტების მიერ დაგეგმილია, მაშინ 2023 წლისათვის წარმოება სრული სიმძლავრით ამუშავდება. ტესლასთან პირდაპირი კონკურენცია არ განიხილება, ვინაიდან ტესლა ეს უკანასკნელი აკუმულიატორებს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის აწარმოებს. აი North Volt-ს კი მსგავსი შეზღუდვა არ ექნება. კომპანიაში აკუმულიატორების ფასის დაწევა იგეგმება, რაც იმის ერთ-ერთი წინაპირობა შესაძლოა გახდეს, რომ მათ უამრავი დაინტერესებული კლიენტი გამოუჩნდებათ.

 

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>