loading...

«

»

მარ 15

შეიქმნა ღრუბელი, რომელიც ნავთობისაგან გაწმენდს ოკეანეებს

დღეს ნავთობი და ნავთოპროდუქტები ოკეანეებისა და ზოგადად პლანეტის დაბინძურების ძირთადად მიზეზად გვევლინება. ოკეანის დაბინძურების პრაქტიკულად ყველა სერიოზული შემთხვევა სწორედ ნავთობთანაა დაკავშირებული. რომ დავივიწყოთ  ტანკერებისა და ნავთოპლატფორმების ავარიებისგან მსოფლიო წყლებში ჩაღვრილი ნავთობის რაოდენობა, ყოველწლიურად შეგნებულად 8-დან 20 -მდე მილიონი ბარელი ნავთობი ერევა ოკეანეებს  ტანკერებისა და სხვა საზღვაო ნავთო ტრანსპორტიორების რეცხვის დროს. მეცნიერები დღემდე ეძებდნენ ეფექტურ და იაფ საშუალებას, რომლის წყალობითაც მოხდებოდა წყლის გასუფთავება ნავთოპროდუქტებისაგან. მრავალ მცდელობას უკვალოდ არ ჩაუვლია, მათ მიაგნეს საკმაოდ ეფექტურ საშუალებას.

ზეთოვან ლაქებს, როგორც წესი ან წვავენ ან აგროვებენ სპეციალური ღრუბლების მეშვეობით.  არგონის ნაციონალური ლაბორატორიის სპეციალისტებმა აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად შექმნეს ღრუბლის სრულიად ახალი თაობა, რომელიც აგროვებს არა მარტო წყლის ზედაპირზე არსებულ, არამედ წყლის ქვეშ დაგროვილ ჩაღვრილ ნავთობსაც კი. გამოგონება სახელწოდებით „Oleo Sponge“ მას შემდეგ, რაც შეიწოვს ნავთობის განსაზღვრულ რაოდენობას, ამოაქვთ და სპეციალური მოწყობილობით წურავენ, ათავისუფლებენ  ნავთოპროდუქტებისაგან, რის შემდეგაც იგი კვლავ შეიძლება გამოყენებულ იქნას ამავე დანიშნულებით.

აღნიშნული მასალის შექმნის იდეა დიდი ხანია არსებობდა, მაგრამ მეციერებმა მხოლოდ ახლა შეძლეს ამ იდეისათვის ფრთების შესხმა. ამ დრომდე შექმნილი მსგავსი დანიშნულების მქონე  ღრუბლის პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ იგი ისრუტავდა, როგორც ჩვეულებრივ წყალს, ისე ნავთობს. სწორედ ამიტომ მკვლევარებმა განახორციელეს მისი მოდიფიცირება იმდაგვარად, რომ ღრუბელი უპირატესად ნავთობის შეწოვას  ახდენს. ვფიქრობ უახლოეს დროში გამოგონებას პრაქტიკული გამოყენების დროსაც ვიხილავთ. ამჟამად სამეცნიერო გუნდი ღრუბლის ტექნიკური შესაძლებლობების სრულყოფაზე და ასევე მისი კომერციული დანიშნულებით გამოყენების საკითხებზე მუშაობს.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>