loading...

«

მარ 18

UNITI SWEDEN და SIEMENS ელექტრომობილების წარმოებას იწყებენ

 

გერმანულმა ინდუსტრიულმა კონცერმა “Siemens”-მა ყურადღება შვედი სტუდენტების მიერ დაფუძნებულ პატარა სტარტაპისკენ მიმართა. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს შექმნან ელექტრომობილი, რომელსაც სხვა მსგავსი ტიპის მანქანებთან შედარებით ექნება უფრო დაბალი ფასი. როგორც საიტი  Gadgets Now იტყობინება, მხარეებმა უკვე გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები მომავალი წლის დასაწყისში წარმოადგენენ ქალაქის ელექტრომობილის საჩვენებელ ვარიანტს.

ავტომობილს დაამზადებენ კომპოზიციური მასალისაგან, მისი წონა დაახლოებით 400 კილოგრამი იქნება, სრულად დატენილი აკუმულატორით,  მაქსიმალური 130 კმ/სთ სიჩქარით 150 კილომეტრს დაფარავს. სტუდენტები ტრადიციული საჭის შეცვლას გეგმავენ ინოვაციური მოწყობილობით, რომელიც ვიზუალურად Nintendo Wii კონტროლერს მოგვაგონებს.

Uniti Sweden მასიურ წარმოებას სავარაუდოდ 2019 წელს დაიწყებს. მწარმოებლები იტყობინებიან, რომ ელექტრომობილი იქნება აღჭურვილი ყველა იმ საჭირო მონაცემით, რომელიც დღევანდელ ელექტრო ავტომანქანებს უნდა ახასიათებდეს. რაც შეეხება მის ფასს, იგი საკმაოდ დაბალი იქნება სამომავლო კონკურენტ “Chevrolet Bolt” და “Tesla Model 3” მოდელებთან შედარებით. Uniti Sweden-ის მიერ წარმოებული ავტომობილის სარეალიზაციო ღირებულება დაახლოებით 22 ათასი დოლარი იქნება.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>