loading...

«

»

აპრ 07

დანიაში ხელოვნურ კუნძულებზე ქარის ელექტროსადგურებს განათავსებენ

ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღების წყაროების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელ დაბინძურებულ გარემოში. ქარის გენერატორები საკმაოდ ღირებულია ამ მხრივ, თუმცა ქალაქის ახლოს განთავსება არ არის მთლად გამართლებული მათ მიერ გამოწვეული ხმაურის გამო. დანიური კომპანია Energinet გერმანულ პარტნიორ კომპანია TenneT-თან ერთად განიხილავს ჩრდილოეთ ზღვაში ხელოვნური კუნძულის შექმნის და მასზე ქარის მოწყობილობების გადატანა-მონტაჟის შესაძლებლობას.

თუ საქმეები კარგად წავიდა, პარტნიორები გეგმავენ ხელოვნური კუნძულებისგან მთელი არქიპელაგის შექმნას და მათზე ქარის ელექტროსადგურების განთავსებას, რომელიც ერთიანი ენერგოსისტემით მოამარაგებს ჰოლანდიას, დანიას და გერმანიას.

პირველ კუნძულზე, რომლის საერთო ფართობი 6 კვადრატული კილომეტრი იქნება, განათავსებენ დაახლოებით 7 ათას ქარის ტურბინას, ასაფრენ-დასაფრენ ზოლს და პორტს. აგრეთვე ააშენებენ საამქროს, საიდანაც ადგილზე მყოფი მომუშავე პერსონალი უზრუნველყოფს არსებული ენერგო სისტემის გამართულად ფუნქციონირებას.

საიტი The Next Web იტყობინება, რომ თავად კუნძულის მშენებლობა, წინასწარი გათვლებით დაახლოებით 1,3 მილიარდი ევრო დაჯდება. წარმოებისა და გენერატორებისათვის საჭირო თანხების ოდენობა ჯერ ჯერობით უცნობია.

აღნიშნული პროექტი საკმაოდ სასარგებლო იქნება, თუმცა მისი არა მხოლოდ დასრულებამდე, არამდე დაწყებამდეც კი საკმაოდ შორია. ერთია გაწერო ფურცელზე გეგმა, მეორე კი განახორციელო გრანდიოზული პროექტის პირველი ეტაპის რეალიზაცია მაინც.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>