loading...

«

»

აპრ 11

ელ.თვითმფრინავმა სიჩქარის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ბოლო დროს მწარმოებლებს სულ უფრო მეტი გადაადგილების საშუალება ჩვეულებრივი ძრავიდან ელექტრულ ძრავზე გადაჰყავთ. ელექტროავტომობილების გვერდით უკვე გამოჩნდა ელექტოძრავით აღჭურვილი თვითმფრინავებიც.

მცირე ხნის წინ კომპანია Siemens-ის მიერ შემუშავებულმა ერთ-ერთმა საფრენმა პროტოტიპმა, Extra 330LE-მ სატესტო ფრენის დროს სიჩქარის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა მსგავსი აპარატების კლასში. გარდა ამისა, აღნიშნული Extra 330LE მსოფლიოში პირველი ელექტრული თვითმფრინავია, რომელმაც პლანერის ბუქსირების პროცედურა განახორციელა.

ელექტროთვითმფრინავის ძრავი გამოიმუშავებს 260 კვტ სიძლიერეს 50 კილოგრამის დროს. ამასთან აპარატი იწონის სულ რაღაც 1000 კილოგრამს. საფრენი აპარატი გერმანიის აეროდრომ Dinslaken Schwarze Heide Airfield-დან აფრინდა და 3 კილომეტრი მანძილი დაფარა, რომლის დროსაც განავითარა სიჩქარე 337,5 კმ/სთ. შემდგომ Extra 330LE ბუქსირებით პლანერი 76 წამში 600 მეტრ სიმაღლეზე აიტანა.

ძრავის შემუშავება განხორციელებულ იქნა სიმენსის გლობალური პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ზომის საფრენი აპარატებისათვის ელექტრო და ჰიბრიდული სისტემის ძრავის შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება. აღნიშნული პროგრამა მიმდინარეობს კომპანია Airbus-ის სპეციალისტების მონაწილეობით. Airbus თავის მხრივ მსგავსი კლასის ძრავების შექმნაზე უკვე მუშაობს საკუთარი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც E-Fan ეწოდება.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>