loading...

«

»

აპრ 13

ქალაქის მფრინავი ტაქსი Volocopter 2X

გერმანული სტარტაპ E-Volo-ის ინჟინრები იტყობინებიან, რომ უკვე დაასრულეს მუშაობა მინი, ორ ადამიანზე გათვლილ საფრენ აპარატზე Volocopter 2X. აპარატი შექმნილია მოკლე მანძილზე გადაადგილებისათვის. თეორიულად მისი გამოყენება შესაძლებელია ქალაქებში, სადაც ავტომანქანის მძღოლები გამუდმებით ქუჩებში არსებულ საცობებში დგანან.

მოწყობილობაზე დამონტაჟებული 9 ელემენტის სრული დატენვისათვის საჭიროა 2 საათი, სწრაფი დატენვის რეჟიმით კი 40 წუთი. კოპტერის აკუმულატორები ნახევარი საათის მანძილზე მუშაობენ, ამ დროის განმავლობაში მას შეუძლია 70 კმ/სთ სიჩქარით 30 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა. Volocopter-ის მაქსიმალურ სიჩქარე შეადგენს 100 კმ/სთ-ს.

ინჟინრების თქმით საფრენი აპარატი “ტაქსი” აღჭურვილია 18 პროპელერით და ასევე ვერტიკალური აფრენა-დაშვების ფუნქციით, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ თითქმის ნებისმიერ ადგილას მოხდეს მისი დასმა.

ვოლოკოპტერის მართვა კაბინაში არსებული ჯოისტიკის მეშვეობით ხორციელდება. აპარატის ფუნქციებში შედის დისტანციური მართვის მოდულიც, თუმცა ამ დროსაც საჭიროა კაბინაში მინიმუმ ერთი პილოტის ყოფნა. მისი მართვა შეუძლიათ პირებს, რომლებიც ფლობენ სპორტულ საფრენოსნო ლიცენზიას.

გერმანული მულტიკოპტერის გენერალური გამოცდა დაგეგმილია 2018 წელს.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>