loading...

«

»

მაი 03

დანიელი მეცნიერების აზრით ხელოვნური ვიტამინები ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

დანიელი მეცნიერები ავრცელებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თავი შევიკავოთ ხელოვნური ვიტამინებისა და სხვა სინთეზური დანამატების მიღებისაგან. მათი აზრით, ორგანიზმი ამ აბებიდან არა მხოლოდ სასარგებლო ნივთიერებათა ნაერთებს, არამედ სახიფათო სინთეზურ კომპონენტებს იღებს, კუჭის წყლულისა და ნაადრევი სიკვდილის განვითარების რისკს რამდენადმე ზრდის.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ვიტამინ A, C და E-ს რეგულარულად იღებდნენ, უფრო ადრე იღუპებოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ამ ვიტამინებს არ მოიხმარდნენ. მეცნიერთა თქმით, ადამიანებისთვის ვიტამინების ძირითად წყაროს ხილი და ბოსტნეული უნდა წარმოადგენდეს. მათი ცილოვანი სტრუქტურა სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ადრინდელი კვლევებით კოლორადოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ბეტა კაროტინის დიდი რაოდენობით მიღება ფილტვის კიბოს განვითარების რისკს 20%-ით ზრდის, ხოლო C ვიტამინის გადაჭარბებული გამოყენება გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების განვითარების 34% -ით მატებას იწვევს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვიტამინების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს.