loading...

«

»

მაი 11

მსახიობები, რომლებმაც ცნობილ როლებზე უარი თქვეს

ფილმის გადაღებამდე რეჟისორები თავიანთი ხედვით კონკრეტულ როლზე კონკრეტულ მსახიობს მოიაზრებენ. ამის შემდეგ ისინი აწვდიან მათ სცენარს, რათა გაეცნონ და თანხმობის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღონ ფილმში. თუმცა ხანდახან მსახიობები გარკვეული მიზეზების გამო თავადვე ამბობენ უარს როლზე. როლზე, რომელიც მომავალში ხანდახან საკმაოდ პოპულარი და ამავდროულად ფინანსურად მომგებიანი ხდება.

არსებული ინფორმაციით შონ კონერმა დაახლოებით 280 მილიონი ფუნტ სტერლინგი დაკარგა, იმის გამო, რომ მან “ბეჭდების მბრძანებელში” თამაშზე, კერძოდ ჯადოქარ გენდალფის როლზე თქვა უარი განაცხადა.

თავის დროზე უილ სმიტმა ფილმ “მატრიცაში” ნეოს როლის შესრულებაზე უარი თქვა. აღნიშნული ფაქტის ახსნა მოგვიანებით იმით სცადა, რომ მას იმ დროისთვის არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება და ფილმს გააფუჭებდა.

ჯეიმს კაანს თქმით მას არ მოეწონა ფილმის სცენარი და ფიქრობდა რომ არაყურებადი ფილმი გამოვიდოდა, სწორედ ამიტომ თქვა უარი ფილმში “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” მონაწილეობაზე.

ჯონ ტრავოლტას აღიარებით, მისი დიდი შეცდომა იყო ის, რომ უარი განაცხადა ფორესტ გამპში” მთავარ როლის შესრულებაზე.

ჯულია რობერტსს საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა ფილმმა  “ლამაზმანი”, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ თავდაპირველად ეს როლი გათვალისწინებული იყო მოლი რინგუოლდზე.

ბერტ რეინოლდსის აღიარებით მისი ცხოვრების უდიდესი შეცდომა ფილმ “ვარსკვლავური ომები”-ს ჰანს სოლოს როლზე უარის თქმა გახლავთ.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>