loading...

«

»

მაი 12

გერმანიაში მუზეუმიდან ძვირადღირებული გვირგვინი მოიპარეს

ბადენ ბიურტენბერგის პოლიციის განცხადებით, გერმანიის ქალაქ კარლსრუეში მდებარე მუზეუმიდან 1.2 მილიონი ევროს ღირებულების ბრილიანტებითა და პლატინით გაწყობილი გვირგვინი მოიპარეს.

გვირგვინის ქურდობა მუზეუმში არსებული სამეფო დარბაზიდან მოხდა. ამ დრომდე უცნობია თუ როგორ განახორციელეს დამნაშავეებმა მისი მოპარვა, ვინაიდან ვიტრინის საკეტს დაზიანების კვალი არ ეტყობა.

როგორც გაირკვა ძვირადღირებული ნივთის გაუჩინარება მუზეუმის თანამშრომლებმა მოგვიანებით შეამჩნიეს. უცნობია ქურდობის ზუსტი თარიღი.