loading...

«

»

მაი 15

ჭკვიანი ფეხსაცმელი ფერების კონტროლით

“ShiftWear” ეს გახლავთ ჭკვიანი ფეხსაცმელი, მისი სიჭკვიანე კი მდგომარეობს იმაში, რომ იგი აღჭურვილია თხელი და რბილი Full-Hd ფერადი ეკრანით.

ფეხსაცმელზე გამოსახულებებისა და ფერების კონტროლი შესაძლებელია ჩვეულებრივი სმარტფონით, რომელშიც ჩატვირთული იქნება შესაბამისი აპლიკაცია.

სურვილისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ ფერი, ფონი და საყვარელი ვიდეოც კი ჩართოთ ჭკვიან ფეხსაცმელზე.

ამ დროისათვის ფეხსაცმელი სამი სხვადასხვა დიზაინითა და ხუთი ძირითადი ფერით იწარმოება. ფასი 200-დან 500 დოლარამდე მერყეობს.

არსებული ინფორმაციით  ფეხსაცმელი კაბელის მეშვეობით იტენება და სრული დატენვის შემთხვევაში 30 დღის მანძილზე მუშაობს.

აღნიშნული კედების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსებად გვევლინება ის, რომ იგი წყალგამძლეა, ანუ მისი გარეცხვა სარეცხი მანქანითაც კი შესაძლებელია.

როგორც ამ ინოვაციის გამომგონებლები იტყობინებიან, თუ შესაბამისი ფინანსური სახსრების შეგროვება მოხერხდება, ისინი უახლოეს პერიოდში აუდიო სისტემით და სენსორული ეკრანით აღჭურავენ მას. ასევე დაამატებენ ფუნქციას, რომლის წყალობითაც მისი დატენვა უშუალოდ სიარულის დროს მოხდება.

 

 

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>